Facebook-ზე ფასიანი Live ვიდეოების გაშვება იქნება შესაძლებელი

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ; გაუქმდა ან გადაიდო კონცერტები და ფესტივალები, დაიხურა მუზეუმები და კლუბები, რის გამოც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. ამჟამინდელ რთულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად Facebook-მა განსაკუთრებული გზა შეიმუშავა, რომელიც ხელოვანებს ფულის გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს. სოციალური ქსელი Facebook Live-ისთვის ახალი ფუნქციების დამატებას გეგმავს, რომელიც მომხმარებელს კონტენტზე წვდომის შესაძლებლობას ფულის გადახდის სანაცვლოდ მისცემს.

„შეგიძლიათ შექმნათ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ონლაინ, ღონისძიების მიმდინარეობის დროს იქნება… ხელოვანებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების დასახმარებლად ვგეგმავთ ფეისბუქ გვერდებისთვის დავამატოთ ფუნქცია, რომლის დახმარებითაც Live ღონისძიებები – წარმოდგენები, კურსები, კონფერენციები – მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში იქნება.“ – ვკითხულობთ Facebook-ის განცხადებაში.

სოციალური ქსელის სხვა ახალ ფუნქციებს შორისაა ასევე Live ვიდეოებისთვის შემოწირულობის ღილაკის დამატება, ლაივ ვიდეოში სხვა ადამიანის ჩართვის შესაძლებლობა და ა.შ.