ფაქტ-მეტრი: მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

საქართველოს აუდიტის სამსახურმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების სია წარადგინა, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო.

ჩამოთვლილ 11 პროექტს საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება ჰქონდა:

  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვთას მშენებლობა, ბიუჯეტი – 48.8 მლნ ლარი, ათვისება 0%.
  • რეგიონალური განვითარების პროექტი I (კახეთი), ბიუჯეტი 30 000, ათვისება 0%.
  • ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირების პროექტი, ბიუჯეტი 15 მლნ ლარი, ათვისება 0%.
  • საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, ბიუჯეტი 55 მლნ, ათვისება 0%.
  • კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ბიუჯეტი 9.5 მლნ, ათვისება 0%.
  • გურიის ელგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ბიუჯეტი 4.5 მლნ ლარი, ათვისება 0%.
  • ჩრდილოეთის რგოლი ელგადამცემი ხაზები (I ფაზა), ბიუჯეტი 13.5 მლნ ლარი, ათვისება 0%.
  • თბილისის ავტობუსების პროექტი (II ფაზა-გაზი), ბიუჯეტი 75 მლნ ლარი, ათვისება 0%.
  • 500 კვ. ელგადამცემი ხაზები „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“, ბიუჯეტი 5 მლნ, ათვისება 0%.
  • საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი, ბიუჯეტი 8 მლნ, ათვისება 0%.
  • ხელედულა-ლაჯანური-ონი, ბიუჯეტი 9 მლნ ლარი, ათვისება 0%.

2%-69%-ს შორის მერყეობს 16 საინვესტიციო პროექტის ათვისება.

2019 წელს ჯამში 27 საინვესტიციო პროექტი იყო, რომლის ბიუჯეტის ათვისება 0% ან 70%-ზე დაბალი იყო. 9 პროექტის სასესხო ღირებულებამ ჯამში 1.1 მლნ ლარი შეადგინა. ეს პროექტებია:

ქუთაისის მყარი ნარჩენების პროექტი (ათვისება 0%), თბილისის ავტობუსების პროექტი (ათვისება 0%), თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი (ათვისება 2%), საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (ათვისება 32%), მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა (ათვისება 43%), ბათუმის ავტობუსების პროექტი (ათვისება 46%), მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა (ათვისება 48%), შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა (ათვისება 49%), რეგიონალური განვითარების პროექტი (ათვისება 62%).