
ფეისბუქი ახალ ინტერფეისზე გადადის, ცვლილებები კი იმდენად დიდია, რომ სოციალური მედია მას უკვე „ახალ ფეისბუქად“ მოიხსენიებს. ახალი ინტერფეისი სტანდარტული ვიზუალის გარდა გვთავაზობს ე.წ. „Dark Mode“-საც.
ახალი ინტერფეისის დატესტვა შემდეგნაირად შეგიძლიათ: გაიარეთ ავტორიზაცია, ამის შემდეგ ჩამოშალეთ პარამეტრების მენიუ და Log Out-ის მაღლა დაინახავთ წარწერას -Switch to New Facebook.
თუკი ახალი ინტერფეისი არ მოგეწონებათ, ძველზე დასაბრუნებლად უნდა გაიმეორეთ იგივე მოქმედება.