Facebook-ის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ, რომელიც ნეირონული აქტივობის გაშიფვრაზე მუშაობს, დიდი პროგრესი განიცადა.
ამ ეტაპზე, აზრების კითხვის სიზუსტისა და სისწრაფის საშუალო მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. მოწყობილობა, რომელსაც ტვინიდან წამოსული სიგნალების გაშიფვრა ევალება, 100 სიტყვიანი ლექსიკის ფარგლებში ტესტირების დროს, საშუალოდ 60%-იანი ცდომილებით მოქმედებს.
აღნიშნული შედეგის გათვალისწინებთ, დიდი გარღვევაა 300 სიტყვის დიაპაზონში დაფიქსირებული 97%-იანი სიზუსტე, რაც სპეციალურმა მოწყობილობამ ბოლო ტესტირების დროს აჩვენა.
Facebook აქტიურად აფინანსებს კვლევებს გაფართოებული რეალობის (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) „Headset“-ების განსავითარებლად, რისთვისაც ნეირონული აქტივობის გაშიფვრის დიდი სიზუსტეა საჭირო. აღნიშნულ მოწყობილობებში აზრების კითხვის ტექნოლოგიის ჩაშენება საშუალებას მოგვცემს როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროსთან ინტერაქცია ფიზიკური მოქმედებების გარეშე შევძლოთ.
მარკ ცუკერბერგის საბოლოო მიზანი აზრების კითხვის შესაძლებლობის მქონე ახალი კომპიუტერული სისტემის შექმნაა. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმის საშუალებით სიტყვებს 5-ჯერ უფრო სწრაფად ავკრეფთ, ვიდრე ეს სმარტფონებზე შეგვიძლია.