Facebook-მა ვიდეოკონფერენციის ახალი აპლიკაცია – Messenger Rooms დაანონსა. სერვისი დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანიის თქმით, Messenger Rooms-ზე მალე 50-მდე ადამიანის ჩართვა ულიმიტო დროით გახდება შესაძლებელი. შედარებისთვის, აპლიკაცია Zoom-ზე 40-წუთიანი შეზღუდვის გარეშე ჩართვა მხოლოდ ორი ადამიანისთვისაა შესაძლებელი.
Facebook ამბობს, რომ კონფიდენციალობა და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იქნება დაცული.
„მომხმარებლების საუბარსა და გამოსახულებაზე წვდომა არ გვექნება“ – განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა.
ვიდეოკონფერენციის პლატფორმების დაცულობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც Zoom-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა და რამდენჯერმე ე.წ. „Zoombombing” განხორციელდა.