ცნობილი პლატფორმა GIPHY Facebook-მა შეიძინა, კომპანიის გუნდი კი Instagram-ის გუნდს შეურთდება, ინფორმაცია GIPHY-ის ბლოგპოსტიდან გახდა ცნობილი.
„თითოეულ ადამიანს, ვინც პირველი დღიდან იყო ჩვენ გვერდით და, ასევე, მათ, ვინც შემდგომში შემოგვიერთდა: „მადლობა“ იმისთვის, რომ იყავით GIPHY-ის ისტორიის ნაწილი“.
ოფიციალური განცხადების თანახმად, GIPHY მის ყველა არსებულ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს, რომელთა შორისაც არის სოციალური ქსელები – Twitter, Reddit და Slack.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია GIPHY-ის სხვა სოციალურ ქსელებთან ინტეგრირებასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა, სავარაუდოა, რომ ამ სიახლეს მომავალში აუცილებლად უნდა ველოდოთ. რაზეც მიგვითითებს, Facebook-ის წარსული გამოცდილება და სურვილი, რომ მის მფლობელობაში არსებულ თოთოეულ პროდუქტს შორის შესაძლებელი იყოს ინფორმაციის მიმოცვლა, მაგალითად, როგორც ეს WhatsApp-ის, Instagram-ის და blue app-ის შემთხვევაში მოხდა.
არაოფიციალური მონაცემებით, Facebook-მა GIPHY 400 მილიონ დოლარად შეიძინა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია.