Facebook-ის ყოფილი თანამშრომელი კომპანიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ანასტასია ტალტონმა, რომელიც მრავალფეროვნების საკითხებში კომპანიის კონსულტანტი იყო, სოციალური ქსელების გიგანტს სასამართლოში უჩივლა.

იგი ყოფილ დამსაქმებლებს ბრალს რასობრივ დისკრიმინაციასა და შევიწროებაში ადანაშაულებს. ანასტასიას ადვოკატმა კალიფორნიის უზენაეს სასამართლოს 17 მარტს მიმართა.

Facebook-ით გავრცელებულ ვიდეოში ტალტონის ადვოკატი ამბობს, რომ კომპანიის მცდელობა, მრავალფეროვნება შეიტანოს თავის თანამშრომლებში, მხოლოდ სიტყვებად რჩება და რეალურად სათანადო პოლიტიკას არ ახორციელებს. მას შემდეგ კი, როცა ტალტონმა კომპანიის მენეჯერს პრეტენზიები წაუტენა, მას არათუ არ მოუსმინეს, არამედ საერთოდ აღარ აძლევდნენ საშუალებას, დასწრებოდა შეხვედრებს და სხვადასხვა სოციალურ აქტივობას კოლეგებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ საჩივარი კონკრეტული ოდენობის მატერიალურ ზიანზე არ მეტყველებს, ვიდეოში ტალტონის ადვიკატი კომპანიისაგან 100 მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაცის გადახდას მოითხოვს.

საქმემ, შესაძლოა, Facebook-ს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. კომპანია მსგავსი ტიპის სკანდალებში უკვე რამდენჯერმე გაეხვა. 2019 წლის ნოემბერში Facebook-ის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი სამუშაო ადგილზე რასიზმისა და დისკრიმინაციის შესახებ საუბრობდნენ.

2018 წელს კი გავრცელდა ყოფილი თანამშრომლის, მარკ ლუკის ცნობილი 2500-სიტყვიანი მიმართვა, რომელიც კომპანიას აფროამერიკელი თანამშრომლების მარგინალიზაციაში ადანაშაულებდა.