Facebook აშშ-ის მასშტაბით მცირე ბიზნესის იმ 10 000-მდე წარმომადგენელს დაეხმარება, რომელთა მუშაობაზეც კორონავირუსის პანდემია უარყოფითად აისახა.
დაფინანსებას პირველად – უკვე მომავალ კვირიდან – ნიუ-იორკისა და სიეტლის კომპანიები მიიღებენ. აღნიშნული დახმარება იმ 100-მილიონიანი საგრანტო პროგრამის ნაწილია, რომლის შესახებაც კომპანიამ განცხადება 17 მარტს გაავრცელა.
„უეცრად მათ, ისე რომ ამაში არანაირი ბრალი არ მიუღძვით, უბრალოდ, აღარ შეუძლიათ წარმოების პროცესის გაგრძელება. სხვებისთვის ეს პროცესი კიდევ უფრო რთულია, რადგან მათი მომხმარებლები სწორად იქცევიან და რჩებიან სახლში“
ამავე მიზნით, Facebook ადგილობრივი ბიზნესის დასახმარებლად სხვა გზებსაც განიხილავს, როგორიცაა, მაგალითად, პლატფორმაში დამატებითი ფუნქციის ინტეგრირება, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის გამარტივებას.
„ჩვენ მათი დახმარება გადავწყვიტეთ და ვიცით, რომ ამისათვის კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“ – წერს შერილ სენდბერგი, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.