Facebook-ზე ლიცენზირებული მუსიკალური ვიდეორგოლები განთავსდება

photo – pcmag

მიმდინარე კვირის ბოლოდან სოციალური ქსელის Facebook პლატფორმაზე, Facebook Watch-ის განყოფილებაში ოფიციალური მუსიკალური რგოლები განთავსდება. დასაწყისისთვის აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ამოქმედდება.

Facebook-მა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა – Sony Music, Universal Music Group და Warner Music Group. ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებთან ერთადაც Facebook ვიდეორგოლებზე ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად არტისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავდაპირველად, სოციალური ქსელის პატფორმაზე ვიხილავთ ისეთ არტისტებს როგორიცაა – Diplo, Nicki Minaj Elton John, Jonas Brothers და Blake Shelton.

არტისტებთან, ლიცენზიის მოპოვების მიზნით, იმავე ტიპის გარიგებებს Google-ის მფლობელობაში არსებული ვიდეორგოლების პლატფორმა YouTube აწარმოებს. Facebook-ის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი პირდაპირი გამოწვევა იქნება YouTube-ის მუსიკალურ სფეროში დომინაციასთან მიმართებით.