2016 წელს, დონალდ ტრამპის მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება Facebook-მა მიიპყრო, რომელმაც არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში Facebook მის პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამების აკრძალვის საკითხს განიხილავს.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის წარმომადგენლები საიტს დეზინფორმაციისა და პროვოკაციული რეკლამის გასავრცელებლად იყენებდნენ და მათმა მცდელობამ 126 მილიონ მომხმარებელს მიაღწია, Facebook-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პლატფორმაზე ყალბი სიახლეების აღმოსაფხვრელად და გაამკაცრა რეკლამირების მოთხოვნები. ამის მიუხედავად, მარკ ცუკერბერგის თქმით, მისი ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინა დეზინფორმაცია, წინასაარჩევნო აგიტაცია და სიძულვილის ენა და ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მეტი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
Facebook არ ეთანხმება ისეთი პოზიტიური და სასარგებლო ინფორმაციის შეზღუდვას, როგორიცაა, მაგალითად, ხმის მიცემის კამპანია.
კომპანიაში პოლიტიკური რეკლამების აკრძალვის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.