აშშ 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება. აღნიშნული მოვლენის კვალდაკვალ Facebook-მა 16 ივნისს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დაბლოკონ ყველა სახის პოლიტიკური რეკლამა.
„ვისაც გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ და უბრალოდ გსურთ, რომ არჩევნები დასრულდეს, ჩვენ გვესმის თქვენი – ამიტომაც, ჩვენ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას – პოლიტიკური რეკლამების გამორთვის ფუნქციას. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა.“ – განაცხადა Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – მარკ ცუკერბერგმა USA Today-სთან.
Facebook იმედოვნებს, რომ ახალი ფუნქცია შემდგომ კვირებში აშშ-ს ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, კომპანია ფუნქციის ამოქმედებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ Facebook-მა ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ პერიოდში კომპანია საკუთარი მომხმარებლის დეზინფორმაციისგან დაუცველობის პრობლემასაც წააწყდა. ცუკერბერგმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კომპანიები არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკურ განცხადებებში და არ უნდა წყვეტდნენ რა არის მართალი და რა – არა.