Covid19-ის პანდემიის ფონზე Facebook-ის მომხმარებლთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. კომპანიის განცხადებით, მას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2.7 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. შედეგად Facebook-ის შემოსავლები 11%-ით გაიზარდა და რიცხვმა 18,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. დაახლოებით, 7%-ით გაიზარდა Facebook-ის აქციების ფასიც.
აქტიური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: მთელი მსოფლიოს მოსახლეობა Facebook-ში თავშესაფარს ხედავს და სოციალურ ქსელს იყენებს ადამიანებთან და ორგანიზაციებთან დასაკავშირებლად. ასევე, ეკონომიკური რეცესიის პირობებში პლატფორმა ეხმარება მცირე ბიზნესს, შეინარჩუნოს საქმიანობა ონლაინ რეჟიმში.
აღსანიშნავია Facebook-ის სარეკლამო ბოიკოტი, #StopHateforProfit კამპანია, რომელიც მსხვილ კომპანიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ Facebook-თან თანამშრომლობა მის პლატფორმაზე დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების გამო. მიუხედავად ამისა, ბოიკოტმა Facebook-ზე ფინანსური გავლენა ვერ მოახდინა, რადგან რეკლამირების შემოსავლის დიდ ნაწილს კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესისგან იღებს.
საინტერესოა ისიც, რომ წინა თვეების განმავლობაში Facebook-ის ყველა სხვა აპლიკაციის, მათ შორის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მეშვეობით, კომპანიამ 3 მილიარდ მომხმარებელს მიაღწია.
Facebook-ის ვარაუდით, მომდევნო კვარტალში მომხმარებელთა ჩართულობა შედარებით შემცირდება.