ევროპოლის განცხადებით, სპეცოპერაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობდა და მოიცავდა 103 ქვეყანას, წარმატებულად განხორციელდა და შედეგად 19,000-ზე მეტი არტეფაქტის გადარჩენა და დაბრუნება გახდა შესაძლებელი.
პოლიციამ დააკავა 101 ეჭვმიტანილი და დაიწყო გამოძიება 300-მდე საქმეზე, ხელოვნების ნიმუშთა გატაცებასთან დაკავშირებით.
ოპერაციები განხორციელდა ევროპოლის, ინტერპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციებისა და რამდენიმე ეროვნული საპოლიციო სამსახურის თანამშრომლობით.
არტეფაქტებს შორისაა კერამიკა, ისტორიული იარაღები, ფერწერული ტილოები და ა.შ.
ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ დე ბოლმა აღნიშნა, რომ ორგანიზებულ დანაშაულს მრავალი სახე აქვს და მათ შორის ერთ-ერთი კულტურული არტეფაქტების ტრეფიკინგია.