სინგაპურის მოქალაქემ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია 6.6 მილიონი ევროთი აზარალა

Photo by Anna Shvets

სინგაპურში 39 წლის მამაკაცი, რომელიც მომხმარებლებს სხვა კომპანიის სახელით ქირურგიული ნიღბებსა და ხელის სადეზინფექციო საშუალებებს სთავაზობდა, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცმა ფრანგული ფარმაცევტული კომპანია შეცდომაში შეიყვანა. კომპანიამ მამაკაცის ანგარიშზე ნიღბებისა და ხელის სადეზინფექციო საშუალებებისთვის საჭირო თანხა გადარიცხა, თუმცა პროდუქცია ვერ მიიღო, რის შედეგადაც 6.64 მილიონი ევროთი იზარალა.

საფრანგეთის პოლიციამ დასახმარებლად ევროპოლს მიმართა, ეს უკანასკნელი კი სინგაპურის შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა. საბოლოოდ, სამართალდამცავმა ორგანოებმა მამაკაცის იდენტიფიკაცია და მისი დაკავება შეძლეს.