ევროპაში COVID 19-სგან დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა

Photo Credits to Antonio Calanni

ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპაზე იქონია გავლენა. სულ გამოვლენილია 330,000-ზე მეტი შემთხვევა, საიდანაც 20,050-ზე მეტი სიკვდილით დასრულდა. COVID-19-მა იტალიაში 9,100-ზე, ხოლო ესპანეთში 5,600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაინფიცირებულთა რიცხვი 600,000-ს აღწევს.

„ამ ეტაპზე შეუძლებელია დაინფიცირების მთლიანად თავიდან აცილება. თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი შენელდეს და ნაკლები დაინფიცირებული გვყავდეს ყოველდღე“ – განაცხადა ანგელა მერკელმა, რომელიც სახლში კარანტინში რჩება, მას შემდეგ, რაც მის ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონია პირველი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. მან გუშნ განაცხადა, რომ კარანტინიდან იმუშავებს.