გლობალური კრიზისის პირობებში რთულია დავინახოთ რაიმე მის მიღმა; თუმცა, საბედნიეროდ, ოპტიმიზმის საჭირო დოზას გვთავაზობს Forbes-ის მეხუთე ყოველწლიური „ევროპის Under 30“ სია, სადაც თავმოყრილია ის ახალგაზრდა სახეები, რომლებიც სწორედ ახლა გარდაქმნიან ბიზნესსა და საზოგადოებას უკეთესობისკენ.
ეს ყოველივე – დაწყებული ფინელი ახალგაზრდებით, რომლებმაც ყავის მარცვლები კედებად აქციეს, დასრულებული ჰოლანდიური გუნდით, რომელმაც მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანის დიზაინი შექმნა, გვარწმუნებს, რომ ევროპის ახალგაზრდა ანტერპრენერებისგან ჯერ კიდევ მრავალ ინოვაციას უნდა ველოდოთ.
მიმდინარე წლის სია დაფუძნებულია ათასობით საერთაშორისო ნომინაციაზე, თვეობით დაკვირვებასა და blue-ribbon-ის ექსპერტების შეფასებებზე. საბოლოოდ კი Forbes გთავაზობთ ევროპის 32 ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 300-მდე ახალგაზრდა სახეს, რომელთაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ ჩამოთვლილ 10 ინდუსტრიაში.
- Art & Culture
- Finance
- Media & Marketing
- Science & Healthcare
- Big Money
- Social Entrepreneurs
- Celebrities
- Sports & Games
- Entertainment
- Manufacturing & Industry
- Retail & Ecommerce
- Technology
სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ Forbes Georgia-მ საქართველოს 30 Under 30 გამოავლინა.