Euronews საქართველომ მაუწყებლობა დაიწყო

ევროპის საერთაშორისო საინფორმაციო არხი, Euronews-ი ოფიციალურად იწყებს მაუწყებლობას საქართველოში და ახალ ამბებს ქვეყნის მოსახლეობას უკვე ქართულ ენაზე მიაწვდის.

Photo Credits to Euronews Georgia

Euronews Georgia საქართველოში პირველად გასული წლის მაისში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს Silknet-ის ქართველ პარტნიორებთან.

Euronews-ი ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ახალ ამბებს ქართულ ენაზე 24 საათის განმავლობაში მოგვაწვდის.

,,ბოლო 27 წლის მანძილზე Euronews-ი მაუწყებლობდა, როგორც პატივსაცემი და სანდო დამოუკიდებელი მედია… მე დარწმუნებული ვარ, რომ Euronews Georgia შეინარჩუნებს იმ ხარისხსა და მიუკერძოებლობას, რითაც ცნობილია Euronews-ი” – განაცხადა Euronews-ის CEO მაიკლ პიტერსმა.

შეგახსენებთ, რომ Euronews-ი პირველად 1993 წელს დაარსდა და დღეს ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც 160 ქვეყანაში მაუწყებლობს. არხი 13 სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობდა, რომელთა შორის უკვე ქართული ენაც იქნება.