ევროკავშირმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომელიც 1 ივლისიდან ევროკავშირთან ფრენების აღდგენას შეძლებს. ამ ქვეყნების სიაში საქართველოსაც შეხვდებით.
ევროკავშირმა გამოაქვეყნა 2 სია, რომელთაგანაც ერთ-ერთში საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებისთვისაც აკრძალული იქნება ევროკავშირთან მიმოსვლის აღდგენა, ხოლო მეორე სიაში წარმოდგენილია ქვეყნები, რომლებიც 1 ივლისიდან კვლავ შეძლებენ ევროკავშირში გადაადგილებას.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ამ დრომდე არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყნებზე უნდა გავრცელდეს აკრძალვები. განსაკუთრებით საკამათო აღმოჩნდა ამერიკის საკითხი, რომელიც, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, აკრძალული ქვეყნების სიაში მოხვდა.
1 ივლისიდან ევროკავშირში დასაშვები ქვეყნების სავარაუდო სია ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
- ვატიკანი
- მონაკო
- მონტენეგრო
- ანდორა
- სერბეთი
- ბოსნია და ჰერცოგოვინა
- უკრაინა
- ალბანეთი
- თურქეთი
- კოსოვო
- კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
- თურქმენეთი
- ვიეტნამი
- ჩინეთი
- ტაილანდი
- მიანმა
- მონღოლეთი
- იაპონია
- სამხრეთ კორეა
- საქართველო
- ბუტანი
- ლიბანი
- ინდონეზია
- უზბეკეთი
- ინდოეთი
- ტაჯიკეთი
- ყაზახეთი
- პალაუ
- ახალი ზელანდია
- ავსტრალია
- დომინიკა
- ბაჰამის კუნძულები
- სენტ-ლუსია
- ურუგვაი
- იამაიკა
- კუბა
- გაიანა
- პარაგვაი
- ვენესუელა
- ნიკარაგუა
- კოსტა-რიკა
- კანადა
- ანგოლა
- ტუნისი
- ნამიბია
- უგანდა
- მოზამბიკი
- მავრიკი
- ზამბია
- რუანდა
- ეთიოპია
- მაროკო
- ალჟირი
- ეგვიპტე
ჯამში, სულ 54 ქვეყანა მოხვდა ევროკავშირის პირველად სიაში, თუმცა როგორც ბრიუსელი იტყობინება ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც ყოველ 2 კვირაში ერთხელ გადამოწმდება.