ევროკავშირის ლიდერები კვიპროსს მოუწოდებენ, მოხსნას ვეტო ბელარუსის სანქციების წინააღმდეგ

ორდღიან სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ხუთშაბათს არის დაგეგმილი, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, დაუპირისპირდნენ ევროკავშირის ყველაზე პატარა წევრს-კვიპროსს, რომელმაც სანქციის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა. დიპლომატები აცხადებენ, რომ  ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღების დაბლოკვა ძირს უთხრის ევროკავშირის ნდობის საკითხს.

Photo Credits to Associated Press

დიდი ბრიტანეთი და კანადა თანხმდებიან, გაატარონ სადამსჯელო ღონისძიება მინსკის წინააღმდეგ და ამგვარად გამოუცხადონ თანადგომა ბელარუსში არსებულ საპროტესტო აქციებს დემოკრატიის აღსადგენად.

ლიეტუვის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს იქნება გარდამტეხი სამიტი სანქციების დასაწესებლად. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, თავი ლიეტუვას შეაფარა.

სამიტისთვის მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები გმობენ ძალადობას ბელარუსში მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ და არ აღიარებენ აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ასევე, მათი განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს შემაკავებელი ზომები.

კვიპროსი აცხადებს, რომ ევროკავშირი, პირველ რიგში, უნდა დათანხმდეს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და დაგმოს ანკარის მიერ ნავთობისა და გაზის მოძიება ხმელთაშუა ზღვის კუნძულის სანაპიროზე. კვიპროსის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სანქციის დაწესება თურქეთის წინააღმდეგ ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც ბელარუსის წინააღმდეგ.