ევროკავშირმა საზღვრების ჩაკეტვა გადაწყვიტა

ევროკავშირის საზღვრების ჩაკეტვაზე თავდაპირველი რეკომენდაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლიეიენმა 16 მარტს გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს უნდა მიეღოთ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააცნო საზოგადოებას და განაცხადა, რომ ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის 30 დღით დაიკეტება.

ევროკომიის ახალი გეგმა რამდენიმე გამონაკლისსაც ითვალისწინებს – ევროკავშირში შესვლას შეძლებენ წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც სურთ სამშობლოში დაბრუნება, ჯანდაცვის მუშაკები და მეცნიერები, რომელიც მუშაობენ კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებზე. ასევე, ევროკავშირში შესვლის აკრძალვა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც ე.წ. საზღვრისპირა სამუშაოებს ეწევიან და სწორედ ამ მიზეზით უწევთ გადაადგილება საზღვარზე.