ევროკავშირი უარს ამბობს ამერიკისთვის საზღვრების გახსნაზე

ევროკავშირმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სიები, რომლებიც 1 ივლისიდან თავისუფლად შეძლებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლას. ამ სიებში აშშ ნახსენები არ არის.

ბრიუსელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ახსნა. მათი განმარტებით, ეს არ ყოფილა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ის მთლიანად ეფუძნებოდა მონაცემებს იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგად უმკლავდებიან ქვეყნები პანდემიით გამოწვეულ კრიზისს.

ბოლო მონაცემებით, აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ინფიცირებულთა რაოდენობა აქ 2.3 მილიონს შეადგენს (აქედან 120 ათასი გარდაცვლილი).

ამ ეტაპზე ევროკავშირი მუშაობს 2 სავარაუდო სიაზე, რომელთაგანაც აშშ არცერთშია ნახსენები. აშშ-ს მსგავსად არცერთ მათგანშია ნახსენები რუსეთი და ბრაზილიაც.  ჩინეთი, პირიქით, ორივე სიაში გვხვდება.

ევროკავშირმა ამერიკასთან, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოსთან, ფრენები მარტის შუა რიცხვებში აკრძალა. ფრენები 1 ივლისიდან აღდგება, თუმცა ის, თუ ზუსტად რომელი ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირთან მიმოსვლის აღდგენას, ცნობილი 1 კვირაში გახდება.