
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად საქართველოს მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირისაღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდანმარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით.
ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაშიც – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში.
ქვემოთ მოცემულია საქართველოში ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები – დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკის სახით და ანგარიშში, რომელთა ბმულები ასევე ქვემოთ არის მოცემული.
ძირითადი შედეგები
- საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსკარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
- საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
- საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისააევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-იაუარყოფითი აზრის ევროკავშირზე.
- საქართველოს მოსახლეობის 71%-მა იცის, რომ ევროკავშირიფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ესმხარდაჭერა ეფექტურია.
ბმულები
- საქართველოს ანგარიში და ინფოგრაფიკა 2020:
GEO: https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2020-c-sakartvelo - რეგიონული მიმოხილვა 2020 (აღმოსავლეთ პარტნიორობისყველა ქვეყანა):
ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-regional-overview
დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ:
თამარ მიქაძე
პრესისა და ინფორმაციის სამსახური
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
ოლენა მალინოვსკა
მედია და საინფორმაციო მენეჯერი
ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო
კომუნიკაცია უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის: მოქალაქეებთან დაკავშირება მთელ აღმოსავლეთ სამეზობლოში (ევროკავშირის პროგრამა „ღია სამეზობლო“)
@: olena.malynovska@ecorys.com
www.euneighbours.eu