ERAvsCorona – მონაცემთა გაზიარების პლატფორმა COVID-19-ის შესახებ მკვლევართათვის

Photo By connect.geant

ვროკომისიამ რამდენიმე პარტნიორთან ერთად COVID-19-ის შესახებ შექმნა მონაცემთა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კვლევის მონაცემების შეგროვება და დროული გაზიარება.

პლატფორმა ERAvsCorona, რომელიც ცსამოქმედო გეგმის ნაწილია, ევროკავშირის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ნაწილს წარმოადგენს, რათა ხელი შეუწყოს ევროპასა და მთელ მსოფლიოში მკვლევრებისთვის COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხების კომისარმა, მარია გაბრიელმა, განაცხადა, რომ მონაცემთა პლატფორმის ამოქმედება მნიშვნელოვანი კონკრეტული ღონისძიებაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

ახალი პლატფორმა იქნება ღია, სანდო და მასშტაბური, სადაც მკვლევრებს შეუძლიათ შეინახონ და გააზიარონ მონაცემთა ნაკრები, მაგალითად, დნმ-ის თანმიმდევრობები, ცილოვანი სტრუქტურები, წინასწარი კლინიკური კვლევები, ასევე, ეპიდემიოლოგიური მონაცემები. ეს არის ევროკომისიის, ევროპული მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის (EMBL-EBI), სხვადასხვა პარტნიორებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

2020 წლის 7 აპრილს, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ERAvsCorona-ს სამოქმედო გეგმის 10 პრიორიტეტულ მოქმედებას. სამოქმედო გეგმა მოიცავს ევროპის სამეცნიერო-კვლევითი სივრცის (ERA) საერთო მიზნებსა და ინსტრუმენტებს და მოკლევადიან მოქმედებებს, რომლებიც დაფუძნებულია კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო კოორდინაცასა და თანამშრომლობაზე.