ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახალ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ტურიზმის სექტორის სტიმულირების მიმართულებით.
დოკუმენტში განხილულია ესპანეთის, იაპონიის, ისლანდიის, იტალიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სამხრეთ კორეის, საფრანგეთის, ესტონეთისა და რუმინეთის მაგალითები.
დოკუმენტში სტიმულირების მხოლოდ ის პროგრამებია განხილული, რომელიც პირდაპირ ტურიზმის სექტორის გასაჯანსაღებლად და სფეროს კრიზისიდან გამოსაყვანად იქნა შემუშავებული.