EPRC-სა და Forbes Woman-ის ერთობლივი მასტერკლასების სერია ქალი მეწარმეებისთვის

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის(EPRC) ახალი პროექტი „POWER – Promoting Opportunities for Women’s Economic Resilience,“ Forbes Woman Georgia-სთან თანამშრომლობით, მასტერკლასების სერიას იწყებს.

მასტერკლასების სერიის ფარგლებში პროფესიონალი ქალები საზოგადოებას გაუზიარებენ – ბიზნესის დაწყება/გამართვა/განვითარების თითოეული ეტაპისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.

„შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მხარდაჭერილია ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ. ინიციატივის მიზანია, კვლევით, ტრენინგებით და პრაქტიკული ცოდნის მიწოდების გზით, ხელი შეუწყოს საქართველოში ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას.