ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აქვეყნებს ახალ საინფორმაციო ბიულეტენს, სადაც აღწერილია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმდინარე მდგომარეობა. დოკუმენტში ასევე მოცემულია საერთაშორისო საფინანსო ინსტუტიტების პროგნოზი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით.