Emerging Europe: თბილისი საუკეთესო ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქალაქია

თბილისი 2020 წლის Emerging Europe Awards-ის ნომინაციის „ეკონომიკის პოტენციალი“ გამარჯვებულია. ამ კატეგორიაში, ასევე, წარდგენილი იყვნენ ლვოვი, კიშინოვი, ბუქარესტი და სხვა ქალაქები.

დაჯილდოების ექსპერტების მიხედვით, თბილისის ეკონომიკის პოტენციალი შესამჩნევად მზარდია. საქართველო უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც უმარტივესია ბიზნესის წამოწყება და კეთება. ყოველწიულად, მსოფლიო ბანკის ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა და 2019 წლის მონაცემით, მე-7 ადგილზეა.

Emerging Europe-ის ნომანიაციაში გამარჯვებასთან დაკავშირებით თბილისის მერი, კახი კალაძე, აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ამტკიცებს ჩადებული შრომის შედეგიანობას. მისი თქმით, ეს ჯილდო უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავს, რისთვისაც მზადაა და ღიაა დედაქალაქი.

The Emerging Europe Awards უკვე მესამედ გაიმართა. წლევანდელი დაჯილდოება 25 ივნისს ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, უნდა გამართულიყო, თუმცა, მსოფლიო პანდემიის გამო, გამარჯვებულები დისტანციურად დაასახელეს.