დიდი ბრიტანეთის მონარქმა, დედოფალმა ელისაბედ მეორემ, სამეფო ტახტზე უკვე 25 000 დღე დაჰყო – ეს იმას ნიშნავს, რომ შემთხვევა უპრეცედენტოა და სწორედ ელისაბედს ეკუთვნის ქვეყნისა და მსოფლიოს ყველაზე დიდხნიანი მმართველის სტატუსი.
პრინცესა ელისაბედი სამეფო ტახტზე 25 წლის ასაკში ავიდა – 1952 წლის 6 თებერვალს მამის, მეფე ჯორჯ მე-6-ს მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ.
თავისი მმართველობის განსაკუთრებულობა ელისაბედ მეორემ ჯერ კიდევ 2015 წელს დაადასტურა, როდესაც ტახტზე გადატარებული დღეებით გადაფარა დედოფალ ვიქტორიას მმართველობის 63 წელი და 216 დღე.
18 ივლისი იმითაა გამორჩეული, რომ მონარქობაში გატარებულმა დღეებმა 25 000-ს მიაღწია, რაც, მოგეხსენებათ, საზეიმო რიცხვია.
როგორც სამეფო სახლის წარმომადგენელი ამბობს, 94 წლის დედოფალი ამ დღეს უინძორების სასახლეში გაატარებს, ოჯახთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, ყველაზე ხანგრძლივი მონარქის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ელისაბედმა ასეთი კომენტარი გააკეთა – „ეს შედეგი ჯერ კიდევ არ არის ის, რასაც ვესწრაფვი“. 8 მაისს კი, ერთ-ერთი წვეულების შემდეგ, დედოფალმა მოგვიწოდა, რომ მთავარია, არ დავნებდეთ და არასდროს ვიყოთ უიმედოდ.