ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ კანის კინოფესტივალის სექციაში The Directors’ Fortnight მოხვდა. შეგახსენებთ, კინოსურათი თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში მთავარ როლს ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს.
ცნობისთვის, The Directors’ Fortnight-ის სექციისთვის მთლიანობაში სხვადასხვა ქვეყნიდან, ამა თუ იმ ჟანრის 30 ფილმი შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ დასახელებული ფილმის გარდა, ელენე ნავერიანს ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული: „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ და „სველი ქვიშა“.
რაც შეეხება რომანს, „შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის რიგით მესამე რომანია. ნაწარმოები 2021 წელს გამოიცა და ქართველი მკითხველის გული მალევე მოიგო.