ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“ შესრულებული მთავარი როლისთვის ეკა ჩავლეიშვილი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს.
შეგახსენებთ, „შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმის რეჟისორი ელენე ნავერიანია.
აღსანიშნავია, რომ „შაშვი შაშვი მაყვალი“ კანის კინოფესტივალის სექციაში The Directors’ Fortnight მოხვდა. სექციისთვის მთლიანობაში სხვადასხვა ქვეყნიდან ამა თუ იმ ჟანრის 30 ფილმი შეირჩა. კინოსურათი ოსკარის კანდიდატ ფილმებს შორისაც მოხვდა.
გარდა ამისა, „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ამავე ღონისძიებაზე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის ეკა ჩავლეიშვილს ჯილდო გადაეცა.