სულ შენთანაა, აქ.ახლა – უწყვეტი განვითარება და უცვლელი ღირებულებები

1992 წლის 17 დეკემბერს საქართველოში ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ 30 წლის განმავლობაში მათ გვერდით იქნებოდა ბანკი, რომელიც ყოველთვის ასრულებს დანაპირებს; ბანკი, რომელიც ღიაა ახალი შესაძლებლობებისთვის და მუდმივად ორიენტირებულია გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. თუმცა, ეს არც ისე ბუნდოვანი იყო თიბისის გუნდისთვის, რომელიც დაფუძნების დღიდან ჰპირდება ადამიანებს, რომ მათ გვერდით იქნება მუდმივად.

„შენ გვერდით შენი ბანკია“, „ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“, #გამარჯობა, „ვინც არ უნდა იყო“, „მოდი აქ“, „შენ“, „შენთვის“, აქ.ახლა – თიბისიმ ლოიალურ მომხმარებლებთან ერთად მრავალი თავგადასავალი გამოიარა, მათ შორის, ბოლო ათწლეულის ყველაზე ნეგატიური გამოცდილებაც საზიარო იყო. Covid19-ის პანდემიამდე თიბისიმ შეგვახსენა, რომ, აქ.ახლა, უნდა განვახორციელოთ საკუთარი მიზნები და შევქმნათ უკეთესი მომავალი. და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთმა წელიწადმა ბევრი რამ გადაასხვაფერა, მან ვერ შეცვალა ის, რაც მუდმივია.

მუდმივი კი ღირებულებებია, რომელზე დაფუძნებითაც თიბისი უკვე სამი ათეული წელიწადია სულ შენთანაა, აქ.ახლა.

ბანკისა და მომხმარებლების თავგადასავლებზე, გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და თიბისის დაპირებაზე Forbes Woman-ის მკითხველებს უფრო დეტალურად თიბისის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, ნინო ეგაძე უყვება.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ნინო, თიბისიმ დაფუძნებისთანავე გვითხრა, რომ ჩვენი ბანკია და ჩვენთანაა. ექვსი წლის წინ კი გვითხრა #გამარჯობა. შემდეგ იყო სხვა კამპანიები, რომლებიც ლოგიკურად აგრძელებდა ამ ხაზს. როგორ ვითარდებოდა თიბისი და მისი მომხმარებელი მთელი ამ დროის განმავლობაში?

თიბისიმ ამ გზით სვლა 30 წლის წინ, დაფუძნებისთანავე დაიწყო. ექვსი წლის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ეს სტრატეგია უცვლელია – მუდმივად ვიფიქროთ მომხმარებელზე, განვითარებაზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც უცვლელია და ამასთან, ვაღიაროთ, რომ ყოველდღე შეიძლება იმაზე უკეთესი გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ეს სტრატეგიული ხედვა მკაფიოდ ასახავს ბრენდის ყოველდღიურობას, აღწერს ბრენდის ზრუნვის საგანს და ამასთან, ჩვენი გაძლიერების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

შემდეგ იყო თანამშრომლობა კრეატიულ სააგენტოებთან, განსხვავებული საკომუნიკაციო მეთოდების ანალიზი. დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მესიჯებისა და არაჩვეულებრივი გადაწყვეტების საშუალებით, ჩვენი სათქმელი მომხმარებლამდე წარმატებით მივიტანეთ.

ჩვენი მისიაა, გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. ამ მისიის შესრულებისთვის კი თიბისი წლებია გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს ისახავს და როგორც ბაზრის ლიდერი, იღებს პასუხისმგებლობას, ყველა მიმართულებით იყოს იმაზე ეფექტიანი, ვიდრე ამას მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებული საბანკო ინსტიტუციები ახერხებენ. არ ვუყურებთ მხოლოდ ლოკალურ კონკურენციას – ეს ხსნის ჩვენს წარმატებას რეგიონული მასშტაბითაც. ძალიან მალე თიბისის 10 მილიონამდე მომხმარებელი ეყოლება, ეს თითქმის სამჯერ მეტია ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობაზე. ამ მოცემულობის მიღწევა მუდმივად ცვალებად სამყაროში შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მუდმივად უცვლელი დაპირება, მუდმივად განვითარებადი კომპანიისგან.

როდესაც ვთქვით #გამარჯობა, ბევრი სკეპტიკურად განეწყო – უკვირდათ, რატომ შეიძლება ბანკი მომხმარებელს მიესალმოს დაფუძნებიდან 25 წლის შემდეგ. სინამდვილეში, ეს იყო ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის დასაწყისი და ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა ზუსტად გაიგო ჩვენი #გამარჯობა. ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენი კომპანიის, სერვისებისა თუ პროდუქტების განვითარების გზას მომხმარებელი გვკარნახობს. ეს ურთიერთნდობა და თანამშრომლობა საზღვრავს როგორი იქნება ბრენდი, ბანკი, ინდუსტრია.

მართალია, მომხმარებელზე განსაკუთრებულად ზრუნვა თავიდანვე იყო თიბისის ფოკუსი, თუმცა, დღეს ეს დამოკიდებულება ახალ და თვისებრივად მნიშვნელოვან საფეხურზეა გადასული: ხანდახან ძალიან ძნელია იმ სტანდარტის მიღწევა, რაც მომხმარებელს უნდა. ამასთან, ძალიან მარტივად შეიძლება გამოიწვიო უკმაყოფილება მომხმარებელში. თუკი ბრენდსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაცია ადრე იყო გაფილტრული, ცალმხრივი – დღეს დიალოგში ვართ მომხმარებელთან. აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან ახალი პროდუქტების განვითარების პროცესში – ვიღებთ რჩევებს, უკუკავშირს, შეფასებებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩართულობა ბრენდის განვითარებაში – თიბისის გუნდი და მომხმარებელი დღეს ერთობლივად ასრულებს ამ მისიას.

გასულ წელს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე კი თიბისიმ გვითხრა, რომ აქ.ახლა, უნდა განვახორციელოთ საკუთარი მიზნები და შევქმნათ უკეთესი მომავალი. როგორი იყო ეს ერთი წელიწადი?

წლების წინ თიბისიში მომხმარებლისა და ბრენდის ურთიერთობის ფორმატი გადავიაზრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მთავარია რა სურს მომხმარებელს და არა ის, თუ რა სურს ბრენდს. სწორედ ამ მოცემულობის სრულად გააზრების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთი წლის წინ საკუთარი თავისა და მომხმარებლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე „აქ და ახლა“. დროისა და სივრცის ამ ორმა მოცემულობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის ფონზე შეიძინა. ინდივიდებისთვის და ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა გადაწყვეტილებები აქ.ახლა და გართულდა გრძელვადიანი დაგეგმვა.

ამასთან, ეს არ იყო მოცემულობა, რომელსაც თიბისი სთავაზობდა მომხმარებელს – ეს იყო ბრენდის მისამართით არსებულ მოლოდინებზე ჩვენი პასუხი: ადამიანებს სურდათ აქ.ახლა მიეღოთ სასურველი და ხარისხიანი მომსახურება, აქ და ისე, როგორც თავად სურდათ და ამასთან, გაეზიარებინათ უკუკავშირი მათთვის სასურველი ფორმით.

ჩვენ კი საკუთარ თავს დავუსვით კითხვები – რამდენად რელევანტურია ყველაფერი ის, რასაც აქ.ახლა ვაკეთებთ, რამდენად ეფექტიანები ვართ და ზოგადად, რას მოელის ჩვენი მომხმარებელი აქ და ახლა ჩვენგან.

აქ.ახლა, თიბისი გვეუბნება, რომ სულ ჩვენთანაა – როგორ ეხმიანება ეს დაპირება თიბისის ფილოსოფიას?

გასული წლიდან მოყოლებული ბევრი რთული პროცესი გავიარეთ მომხმარებელთან ერთად. ინდივიდებმა, საზოგადოებამ დიდი სტრესი გამოიარა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ განვითარებაზე, ცვლილებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ისეთი ღირებულებები, რომელიც მუდმივად რჩება ჩვენთან. გასულმა წელმა კი ეს უფრო მკაფიოდ გვაჩვენა – რა არის მნიშვნელოვანი, რა უმნიშვნელო.

ამასთან, როდესაც ჩვენს მომხმარებელს მთავარ მოცემულობებზე ვესაუბრებით, თავადაც უნდა ვთქვათ, რა არის ბრენდის უპირობოდ მუდმივი ღირებულება, თიბისის აქ და ახლა? პასუხი მარტივია – თითოეული მომხმარებელი, მხარდაჭერა, ნდობა და ერთგულება, რომელიც ბრენდსა და ადამიანებს შორის უკვე ათწლეულებია ორმხრივია.

ვფიქრობ, თიბისიმ უწყვეტი განვითარების პარალელურად დაამტკიცა, რომ ღირებულებები მუდმივად რჩება უცვლელი. თავად ორგანიზაციის კულტურაშიც მკაფიოდაა ასახული ეს უცვლელი ღირებულებები – ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული, წინსვლა, მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ბრენდის ყოველდღიურ დაპირებებშიც არის გამოხატული საკმაოდ ძლიერად.

ამასთან, ერთია, რა არის შენთვის რელევანტური მარკეტინგული და საკომუნიკაციო პრიზმით, ხოლო მეორეა, რა ღირებულებების მატარებელი ხარ, როგორც ბრენდი და რა სურს შენს მომხმარებელს, რომ მოისმინოს შენგან. ჩვენ, როგორც ბრენდი არასდროს ვიყენებთ ისეთ ფორმატს ან დაპირებას, რომელიც ჩვენს ხასიათში არ ჯდება. ალბათ სწორედ ეს გვაქცევს ბრენდად, რომელიც ნაწილია თანამედროვე საქართველოსი, ნაწილია ბიზნესის განვითარებისა და ყოველდღიური ცხოვრების.

მნიშვნელოვნად გვიწყობს ამ ყველაფერში ხელს ისიც, რომ ბრენდის დაპირება გუნდის დაპირებაა. 8000-მდე თიბისელი ყოველდღიურად თავისი დროისა და რესურსის ინვესტირებას ახდენს ბრენდში და სერვისში –  ისინი არიან ბრენდის სახე, საუბრობენ და მოქმედებენ თიბისის სახელით. ყველა ის უცვლელი ღირებულება, რომელზეც ვისაუბრეთ, გაზიარებულია გუნდის მიერ, გუნდის, რომელიც მრავალფეროვანი და ინკლუზიურია. საგულისხმოა ისიც, რომ ყველაზე წარმატებული სწორედ ის კამპანიებია, რომელიც გუნდის აქტიური მონაწილეობით მიდის მომხმარებლამდე.

30 წლის წინ გვინდოდა, რომ ადამიანებისთვის შეგვექმნა სტაბილურობის, სიმშვიდის გარანტია. მათ ეგრძნოთ კომფორტი, რომ მუდმივად ვზრუნავთ მათზე.ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლების წინ კი თიბისის გზავნილი ასეთია, თიბისი აქ.ახლა ყველანაირად ეცდება, რომ გაამარტივოს მომხმარებლების ცხოვრება ამ ისედაც რთულ გზაზე.

თიბისის დაპირების რელევანტურობის ნათელი დასტური მომხმარებელთა გამოხმაურებაა – მოიხსნა ყველა დროის რეკორდი და პანდემიისგან გადაღლილმა მილიონობით ადამიანმა კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ მუდმივი ცვლილებების ფონზე, არსებობს ღირებულებები, რომელსაც ვერაფერი შეცვლის – მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება, ცნობისმოყვარეობა, ღიაობა, კეთილსინდისიერება.

საბანკო ინდუსტრიაში არსებული მაღალი კონკურენციის და ღია ბანკინგის პრაქტიკის დანერგვის პარალელურად, მომხმარებლებისადმი ბრენდის ლოიალურობა თიბისის არწმუნებს, რომ ადვილია ასეთ დაპირებაზე წასვლა – მუდმივად იყვნენ მომხმარებელთან, მუდმივად განვითარდნენ და ამასთან, მუდმივად იყვნენ ღირებულებების ერთგული. წარსული გამოცდილება კი მიგვანიშნებს, რომ აქ.ახლა თიბისი თავის მომხმარებლებთან ერთად ზრდისა და განვითარების ახალ საფეხურზე გადადის.