ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა IGM(Initiative on Global Markets) ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით წამყვანი ამერიკელი ეკონომისტები გამოკითხა.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომ კორონავირუსის საპასუხო სწორი ეკონომიკური ზომების მიღება, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის მასშტაბურ შეფერხებას გულისხმობს.
ამასთანავე, წამყვანი ეკონომისტების 80% თანხმდება, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელების პირობებში, მკაცრი იზოლაციის რეჟიმზე უარის თქმა საერთო ჯამში უფრო მწვავე ეკონომიკურ ზიანს მოგვიტანეს, ვიდრე იზოლაციის შენარჩუნება.