ეკო-მეგობრული დეველოპერული პროექტების საერთაშორისო დაჯილდოება

საქართველოში პირველად ეკო-მეგობრული დეველოპერული პროექტების საერთაშორისო დაჯილდოება გაიმართება.

24 დეკემბერს, 16:00 საათზე Expo-Georgia-ს ტერიტორიაზე გაიმართება Property-Georgia- და FIABCI-Georgia-ს მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო უძრავი ქონების ეკო-მეგობრული პროექტების დაჯილდოების, REA Georgia ოფიციალური გამოცხადება. შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც დაესწრებიან უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სახელმწიფო უწყებების ოფიციალური პირები, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დაჯილდოვების ორგანიზატორებს, Property Georgia-ს, FIABCI-Georgia-ს და ღონისძიების სტრატეგიულ პარტნიორს, Expo-Georgia-ს შორის. REA Georgia ტარდება “საქართველოს ბანკის”, “გალტ ენდ თაგარტის” და “დიჯითალ არეას” თანაორგანიზებით. REA Georgia-ს მეთოდოლოგიის პარტნორია Colliers International Georgia, ინტელექტუალური პარტნიორი-PwC Georgia.

საერთაშორისო და ადგილობრივი დეველოპერული პროექტების ექსპო და დაჯილდოვება REA Georgia გაიხსნება 2020 წლის 29 აპრილს. უძრავი ქონების კვირეული გაგრძელდება სამშენებლო გამოფენით Caucasus Build-ი და კონფერენციებით მწვანე მშენებლობის შესახებ. პარალელურად ჩატარდება უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები მოწვეული ინვესტორებისთვის და სხვა საერთაშორისო დელეგატებისთვის.