თუ მთელი წელი თქვენც ჩემსავით ზაფხულზე ფიქრობთ, უფრო ზუსტად ზღვასა და მზეზე, თუ მორიგი დაუვიწყარი მოგონებების მოლოდინში ხართ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, 1 ივნისს შავი ზღვის სანაპიროსა და მთებს შორის მოქცეულ პირველ პრემიუმ კლასის დასასვენებელ კომპლექსში – Dreamland Oasis Chakvi-ს სეზონი ოფიციალურად იხსნება. კომპლექსი 1 340 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახს აერთიანებს, თუმცა თუ თქვენი არჩევანი აპარტამენტია, ჩაქვში მოწყობილ ნამდვილ ოაზისში ესეც დაგხვდებათ. 100 000 კვ.მ. განაშენიანებული კომპლექსი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებისთვის ყველაზე მასშტაბური ადგილია, რომელიც ყველა ასაკის დამსვენებელზეა ორიენტირებული. ვინ ქმნის გარემოს საოცნებო არდადეგებისთვის? Forbes Woman-ი თქვენთვის შავი ზღვის ოაზისის მმართველი ქალების გაცნობას განაგრძობს.
Dreamland Oasis Chakvi-ს უძრავი ქონების მიმართულებას ნინო ბუჟგულაშვილი და ელენა მიაგკიხი ხელმძღვანელობენ. ნინო ჩაქვის ოაზისში 4 წლის წინ მივიდა. ახლა უძრავი ქონების მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორია და ამბობს, რომ ეს დასასვენებელი კომპლექსი მისი საქმიანობის ყველაზე დიდი სიყვარულია. საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში მენეჯერულ პოზიციებს ნინო 20 წლიდან იკავებდა, მის სამუშაო გამოცდილებაშია კვლევები, საბანკო და ფინანსური სფეროები, მარკეტინგი, კონსალტინგი, 4 წელია დეველოპმენტშია. გვიყვება, რომ კარიერულ გზაზე დიდი გამოცდილება „თიბისი ბანკში“ მიიღო – საქმის მაღალ დონეზე კეთების, პასუხისმგებლობის, ადამიანური ურთიერთობების ყველაზე დიდი სკოლა – ასე ნინო ყოფილ სამსახურზე საუბრობს.
„114 მლნ დოლარიან პროექტში გაყიდვების მართვა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველა მომდევნო პროექტი ერთმანეთზე უკეთესია და მუდმივად სიახლეებით დატვირთული. ჩემ თვალწინ შენდება და ვითარდება ულამაზესი და გამწვანებული კომპლექსი, რომელიც ცხოვრების განსაკუთრებულ სტილს ქმნის, როგორც ერთი პატარა ქალაქი. ამ ადგილის კონცეფცია საქართველოს რეალობისთვის უჩვეულოა. აქ მეტი ადგილი ეთმობა სივრცეს, ნაკლები – კვადრატულ მეტრებს. აქ მეტი ყურადღება ეთმობა გრძნობებისა და ემოციების გაღვიძებას კომფორტულ მწვანე გარემოში“, – ნინო ბუჟგულაშვილი.
ჯამში 16 წლიანი, კონკრეტულად დეველოპმენტში კი 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ელენა მიაგკიხს. „დრიმლენ ოაზისში“ ის უძრავი ქონების გაყიდვების დირექტორია. 10 წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებს იკავებდა კომპანია FMCG-ის მარკეტინგის სამსახურში. მის კარიერულ ბიოგრაფიაშია საერთაშორისო სასტუმროების ქსელში მუშაობის გამოცდილებაც. ელენა წარმოშობით ყაზახეთიდან არის. ამბობს, რომ მოსწონს არასტანდარტული პროექტები, როცა გაყიდვაშია არა მხოლოდ სივრცე ღამისთევისთვის, არამდე ცხოვრების ხარისხი და კომფორტი.
„6 წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვიმყოფები, დრიმლენდის ანალოგს არ შევხვედრივარ. ეს არის კომპლექსი, რომელიც აერთიანებს კომფორტულ აპარტამენტებს, რომლებსაც არ სჭირდება დამატებითი ხარჯები, კეთილმოწყობილ მწვანე ტერიტორიას, ყველა ასაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც ყოველწლიურად იზრდება“, – ელენა მიაგკიხი.
Dreamland Oasis Chakvi – 885 კერძო აპარტამენტს და 50-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს. ნინო ბუჟგულაშვილი გვიყვება, რომ ამ ეტაპზე 585 აპარტამენტი უკვე დასრულებულია, 300 მათგანი კი მშენებლობის პროცესშია.
„დრიმლენდ ოაზისი“ უნიკალური კურორტია, რომელიც გაშენებულია ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 9 კმ-ში. ჩვენს შეთავაზებაშია თანამედროვე ტიპის აპარტამენტები საკუთრების უფლებით. ყველა მათგანი მფლობელს საცხოვრებლად მზა მდგომარეობაში ბარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ აპარტამენტში დაგხვდებათ დასრულებული რემონტი, ავეჯი, ტექნიკა, ინტერიერის აქსესუარებიც კი“, – ნინო ბუჟგულაშვილი.
სტუდიო, სტუდიო სამზარეულოთი, აპარტამენტი 1 ან 2 საძინებლით – ჩაქვის ოაზისის შეთავაზებაში ამ ტიპის საცხოვრებელი ფართებია. როგორც ნინო ბუჟგულაშვილი გვეუბნება, რომ კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე აპარტამენტის გაერთიანებაც. დრიმლენდის აპარტამენტებიდან საოცარი ხედები იშლება პანორამულად ზღვაზე, მთებზე, ბათუმის მიმართულებით. აქ პირველ სართულზე მდებარე ყველა ფართს საკუთარი ეზო აქვს. რაც შეეხება ფასებს, შესახლებისთვის მზადმყოფი აპარტამენტების ღირებულება კვ. მეტრზე 1800 აშშ დოლარიდან იწყება, მინიმალური ფართი 34 კვ. მეტრიდან იწყება, მაქსიმალური – 120 კვ. მეტრია.
„კომპლექსი პრემიუმ კლასს განეკუთვნება. ჩვენი აუდიტორია ძირითადად წარმატებული ხალხია, ვისთვისაც ოჯახი, უსაფრთხოება, ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენი პრიორიტეტია ოჯახური გარემოს შექმნა და მათი ოჯახური დასვენებისთვის კომფორტული შესაძლებლობის მიცემა. სწორედ ამიტომაც, კომპანიის მხრიდან კაპიტალდაბანდების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის. ჩვენს კომპლექსშია 4 აუზი, თანამედროვე აკვაპარკი, სხვადასხვა ბარი და რესტორანი, ბავშვთა რამდენიმე გასართობი მოედანი და სივრცე. „დრიმლენდ ოაზისს“ ზღვის სანაპიროზე სეირნობისთვის საკუთარი ბულვარი აქვს“, – ნინო ბუჟგულაშვილი.
გაყიდული აპარტამენტების 40%-ის მფლობელები საქართველოს, ხოლო 50%-ის დსთ ქვეყნების მოქალაქეები არიან, დარჩენილი 10% ისრაელის, ევროპისა და აშშ-ს მოქალაქეებზე მოდის.
თუ დრიმლენდ ოაზისის აპარტამენტების მფლობელი გახდებით, ეს არ ნიშნავს მხოლოდ უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდებას, ამას ელენა გვეუბნება და გვიხსნის, რომ ეს სანდო საშუალებაა პირადი ჩართულობის გარეშე დამატებითი შემოსავლის მიღების.
„დრიმლენდ ოაზისში“ ინვესტირებით თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ შეთანხმება მმართველ კომპანიასთან, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს თქვენი აპარტამენტის მართვასა და ექსპლუატაციას. ასე თქვენ შეძლებთ იცხოვროთ და დაისვენოთ თქვენს აპარტამენტში, სურვილის შემთხვევაში გააქირაოთ ის და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. ამასთან მმართველი კომპანია, თქვენი აპარტამენტის და მასში არსებული ქონების დაცვის გარანტიას გაძლევთ“, – ელენა მიაგკიხი.
ელენა გვეუბნება, რომ აპარტამენტის გაქირავების შემთხვევაში, მისი ღირებულება 3-3,5-ჯერ მეტია, ვიდრე ბათუმში. მაღალ ფასს გაყიდვების დირექტორი იმ გარემოთი ხსნის, რომელიც ადგილზე დაგხვდებათ, ეს ხომ საოჯახო დასვენებისთვის ერთადერთი კომპლექსია, რომელსაც ახლომდებარე ზონაში ანალოგი არ აქვს!
„დრიმლენდ ოაზისში“ დასრულებული აპარტამენტების 75% უკვე გაყიდულია. 2022 წლის ივნისში კომპანია გასაყიდად მეცამეტე კორპუსს ჩაუშვებს, რომელიც 2025 წელს ჩაბარდება. 2023 წელს კი გასაყიდად მეთორმეტე კორპუსი ჩაეშვება.
„მეცამეტე კორპუსზე შიდა უპროცენტო, 36 თვიანი განვადება მოქმედებს. ამ შემთხვევაში პირველადი შენატანი 40%-ია. ჩვენი მთავარი ამოცანა გაყიდვები არ არის, ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ქართული კურორტის მრავალწლიანი წარმატება“, – ელენა მიაგკიხი.
როცა ელენას ვეკითხებით, რა უპირატესობა აქვს დრიმლენდის აპარტამენტებს სხვა ზღვისპირა აპარტამენტებთან შედარებით, მისგან საკმაოდ ვრცელ პასუხს ვიღებთ. პირველი, რასაც ელენა უპირატესობის დასტურად ასახელებს ეს ჩაქვის ოაზისის განვითარებული ინფრასტრუქტურაა, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ყველა ასაკის ადამიანის ინტერესებს ერგება. აქ ხომ თქვენ მულტიფუნქციური ცენტრი კინოთეატრებითა და სათამაშო დარბაზებით, აუზები, აკვაპარკი, სხვადასხვა ტიპის რესტორნები და ბარები, კეთილმოწყობილი პლაჟი გელოდებათ?!
„დრიმლენ ოაზისს“ უპირატესობას სძენს იდეალური ქალაქგარე მდებარეობაც. დასასვენებელი კომპლექსი განთავსებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 1 კმ-ში, მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ, ბათუმიდან მხოლოდ 15 წუთის გზაზე.
„უპირატესობაა ისიც, რომ „დრიმლენდ ოაზისი“ რეგიონში ყველაზე მწვანე კომპლექსია. ტერიტორიის 70%-ზე შეხვდებით დეკორატიულ მცენარეებს, უნიკალურ იაპონურ საკურას, ტროპიკულ ყვავილებს, ირგვლივ ველური ევკალიპტის ხეებია. ჩვენთან თქვენი ოჯახის პატარების გართობისთვის არაერთი ობიექტი ფუნქციონირებს, ზაფხულის სეზონზე კომპლექსის ტერიტორიაზე მუდმივად არიან ანიმატორები“, – ელენა მიაგკიხი.
უპირატესობაა ჩაქვის ოაზისის დაცული სანაპირო. კომპლექსი დამსვენებლებს 500 მეტრი სიგრძის სუფთა და კეთილმოწყობილ სანაპირო ზოლს და უშუალოდ კომპლექსის ტერიტორიაზე გამწვანებულ ბულვარს სთავაზობს. აქ დამსვენებლების უსაფრთხოებაზე კვალიფიციური მაშველები ზრუნავენ.
უპირატესობებზე საუბარს ვაგრძელებთ და კვების ინფრასტრუქტურამდე მივდივართ. სხვადასხვა ტიპის ბარი და რესტორანი – ეს დრიმლენდის სავიზიტო ბარათია. კვების ობიექტები დამსვენებლებს ქართულ, ევროპულ, იტალიურ სამზარეულოებსა და შვედურ მაგიდას სთავაზობენ. როგორც ელენა გვეუბნება, აქ ყველა კერძი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტისგან მზადდება, პროცესს პროფესიონალი შეფ-მზარეული კურირებს. უახლოეს პერიოდში კომპლექსის ტერიტორიაზე თევზის რესტორნისა და გერმანული სამზარეულოს გახსნა იგეგმება.
ალბათ ჩაქვის ოაზისის პოპულარობის დასტურია ის, რომ კოვიდეპიდემიას აპარტამენტების გაყიდვაზე გავლენა არ მოუხდენია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი იმანაც შეიტანა, რომ გაყიდვების სამსახურმა პანდემიის დროს ფასდაკლებების, განვადების, დისტანციური გაყიდვების სპეციალური გეგმა შეიმუშავა.
მალე „დრიმლენდ ოაზისს“ ისეთი სპა ცენტრი ექნება, რომლის ანალოგიც, როგორც ნინო ბუჟგულაშვილი გვეუბნება, საქართველოში არ არსებობს. ეს იქნება კომპლექსი, რომელიც საკუთარ თავში სპა ცენტრის ყველა მოდელს გააერთიანებს. კომპანიას დაგეგმილი აქვს კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ღია აუზის მშენებლობა. საბოლოოდ Dreamland Oasis Chakvi-ს პროექტის დასრულება 2025 წელს იგეგმება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
„კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე საინტერესო ობიექტს ფლობს და იგეგმება მათი „დრიმლენდ ოაზისის“ მსგავსად განვითარება“, – ნინო ბუჟგულაშვილი.
კომპანიის სამომავლო გეგმები ისეთივე მასშტაბურია, როგორც თავად კომპლექსია. მენეჯმენტის სურვილია რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ამისთვის კი დრიმლენდის გუნდის წევრები დაუღალავად შრომობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აჭარის რეგიონს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ეწვიოს, სადაც მათ საუკეთესო სერვისი უნდა მიიღონ.