თუ ზაფხული გიყვართ, ზაფხულში კი ზღვა და მზე, მაშინ შავი ზღვის სანაპიროსა და მთებს შორის მოქცეული პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსი Dreamland Oasis Chakvi დაუვიწყარი მოგონებებისთვის საუკეთესო ადგილია. დასვენებისთვის ყველაზე მასშტაბური კომპლექსი ყველა ასაკის დამსვენებელზეა ორიენტირებული, აქ შესაძლებელია ოცნების არდადეგების და საქმიანი შეხვედრების მოწყობაც. 13 000 ჰექტარზე გაშენებული შავი ზღვის ოაზისი 340 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი რეკრეაციული ზონაა. სავარჯიშო, გასართობი, შემეცნებითი, დასასვენებელი ადგილები, ზღაპრული აკვა პარკი, ნახევარკილომეტრიანი კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი, 4 ღია აუზი, 3D, 7D და 9D კინოთეატრები, საკონფერენციო დარბაზები – ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც Dreamland Oasis-ში დაგხვდებათ. აქ საშუალება გექნებათ გამორჩეული და მრავალფეროვანი რესტორნებითაც ისიამოვნოთ. კიდევ უფრო სასიამოვნო ის არის, რომ ჩაქვში ოაზისს ქალები ქმნიან.
Forbes Woman სწორედ შავი ზღვის ოაზისის მმართველ ქალებს გაგაცნოთ.
Dreamland Oasis Chakvi-ის ადამიანური რესურსების განყოფილებას თამარ ჩხაიძე ხელმძღვანელობს. 6 წლიანი კარიერის მანძილზე, მისი საქმიანობა ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული, პირველივე დღიდან ფიქრობს, რომ ეს ის საქმეა, რაც ყველაზე მეტად უყვარს და ამიტომაც ამბობს, რომ სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთა.
ზოგადად, ბიზნესი დიდწილად წარმატებულია მაშინ, თუ მისი თანამშრომლები მოტივირებულები არიან და უყვართ საკუთარი სამუშაო ადგილი. Dreamland Oasis Chakvi-ის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი ამბობს, რომ გენდერული თანასწორობა განაპირობებს არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის წარმატებას, არამედ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზეც. მათ შორის ამიტომაც, Dreamland ხელს უწყობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას და როგორც თამარი გვიყვება, აქ ნებისმიერ ადამიანს აძლევენ შესაძლებლობას გამოავლინოს საკუთარი თავი და მიაღწიოს მიზანს.
„ჩვენთან თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მინიმალურ დონეზეა დაყვანილი სქესის გათვალისწინება, რაზეც არსებული სტატისტიკაც მეტყველებს. ამ ეტაპზე 193 თანამშრომელი გვყავს, საიდანაც 92 ქალია, ხოლო – 101 მამაკაცი. ერთი-ერთი ფაქტორი, რაც ზოგადად მეტყველებს გენდერული ნიშნით უთანასწორობაზე არის ანაზღაურების განსხვავება სქესის მიხედვით. ჩვენთან არ არსებობს შემთხვევა, რომ ერთსა და იმავე საშტატო ერთეულზე სქესის მიხედვით განსხვავებული ანაზღაურება იყოს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საერთო სტატისტიკა, არამედ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულთა გენდერული თანასწორობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან მენეჯერულ პოზიციებზე ხშირ შემთხვევაში ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, მაინც ახერხებენ საკუთარი შრომისმოყვარეობის და მუდმივი განვითარების სურვილით მიაღწიონ როგორც პიროვნულ და ინდივიდუალურ წარმატებას, ასევე დიდი წვლილი შეიტანონ კომპანიის განვითარებაში“, – თამარ ჩხაიძე.
როცა თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე ვსაუბრობთ, თამარი კარიერული წარმატებისთვის ოჯახთან და მეგობრებთან სრულფასოვანი ურთიერთობების მნიშვნელობას გამოყოფს. Dreamland-ის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მენეჯერული რგოლის წევრებს საცხოვრებელი ქალაქის დატოვება უწევთ, ეს რომ დაბრკოლებად არ იქცეს, კომპანია ზრუნავს, რათა მათ ოჯახის წევრებთან ერთად იცხოვრონ და ასე ურთიერთობის დეფიციტი გამოირიცხოს. ეს მიდგომა, როგორც თამარ ჩხაიძე გვეუბნება, დადებითად აისახება თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე.
Dreamland Oasis Chakvi-ს ფინანსებს ქეთი აღოშაშვილი ხელმძღვანელობს, ის კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციას 2021 წლის აგვისტოდან იკავებს. მის კარიერაში იყო საჯარო სამსახური, უფრო ზუსტად შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტი და სხვადასხვა პოზიცია, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში მრჩევლის პოზიცია, ასე ქეთი საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოადგენდა. იყო Twining-ის სამუშაო ჯგუფის წევრი და შესაბამისად მუშაობდა დღგ-ის ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციაზე. Dreamland-ში მისვლამდე მუშაობდა ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის წევრი კომპანიის ფინანსურ მენეჯერად, საკონსულტაციო კომპანია „აი ბი სი ეს“ საქართველოს წარმომადგენლობაში კი ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტი იყო. ქეთი, 2016 წელს მსოფლიო ბანკის სტიპენდიით იაპონიაში, პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე – „საჯარო ფინანსები“ – სწავლობდა.
ქეთევანის სამუშაო გამოცდილების გაცნობის შემდეგ, მოულოდნელი არ იქნება თუ გეტყვით, რომ მისი როგორც მენეჯერის პრიორიტეტი ხარისხის მაღალი სტანდარტი და ტრანსფორმაციული მიდგომებია.
„ჩემი ამოსავალი პრინციპია ე.წ. Kaizen, რაც გულისხმობს „მუდმივი გაუმჯობესების“ გრადუალურ პროცესს. Kaizen-ის კონცეფცია აერთიანებს იდეების ფართო არეალს და გულისხმობს რამდენიმე მიმართულების ერთდროულად ტრანსფორმაციას; მათ შორის სამუშაო გარემოს ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდას, თანამშრომელთა თანაბარ ჩართულობას, ყოველდღიური პროცესების გაუმჯობესებას, სტრესის შემცირებას და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. მნიშვნელოვანია თითოეულმა თანამშრომელმა იცოდეს, მათ მიერ შესრულებული საქმის მნიშვნელობა და პასუხისმგებელი იყოს შესრულების შედეგებზე. ჩემი მხრიდან კი მზად ვარ შევაფასო და დავაფასო მათი ძალისხმევა. მეტიც, წავახალისო მათი პასუხისმგებლობა და გუნდურობა. ამავდროულად, ვმუშაობ დავნერგო სტანდარტიზებული მდგრადი მართვის სტილი, რომლის მიზანია სამუშაო პროცესი გავხადო სისტემური და ავტომატიზებული“, – ქეთევან აღოშაშვილი.
კარიერულ გზაზე მასკულინურ გარემოსთან გამკლავება ქეთევანისთვის „ნორმად“ იქცა. ის რომ მაღალ მენეჯერულ პოზიციებს ძირითადად ჯერ ისევ მამაკაცები იკავებენ, Dreamland-ის ფინანსური დირექტორი სხვადასხვა ფაქტორით ხსნის, მათ შორის ასახელებს კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარს, სტრესის მართვას, რისკების მიმართ დამოკიდებულებას. თავად კი დარწმუნებულია, რომ ეს სტატისტიკა ძირითადად, საზოგადოებაში სტერეოტიპული აზროვნებით არის განპირობებული.
„13 წლიანი სამუშაო გამოცდილების მანძილზე, მენეჯერულ პოზიციებს ძირითადად მამაკაცები იკავებდნენ. შესაბამისად გამოვიმუშავე მათთან ურთიერთობის უნარები, რაც მთავარია, მტკიცე ნებისყოფა. მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად დასახო მიზანი, გქონდეს სწორი ხედვა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა“, – ქეთევან აღოშაშვილი.
2005 წლიდან Dreamland Oasis Chakvi-ის გუნდის წევრია ირინა ზვენკოვა. საქმიანობას თავიდანვე სტუმრებთან უშუალო კომუნიკაციით ანუ მიმღების პოზიციით იწყებს, შემდეგ იყო ბევრი დაწინაურება და 2013 წელს ირინა კარიერულმა კიბემ სასტუმროს რეზერვაციების ხელმძღვანელის პოზიციამდე მიიყვანა. „ჩემთვის ბედნიერება ჩვენი კმაყოფილი და ბედნიერი სტუმრები არიან“, – ირინა ჩვენთან ინტერვიუს ამ სიტყვებით იწყებს.
ამიტომაც, როგორც თავად გვიყვება ცდილობს დაიცვას ოქროს წესი: მომსახურების არსებული დონის შენარჩუნება და გაუმჯობესება; სტუმრებისთვის ახალი შთაბეჭდილებისა და ემოციების შექმნა, ამ სფეროში ხომ მთავარი შთაბეჭდილებაა.
„სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ იმ მომენტებს, რომლებიც სტუმრებს აბედნიერებს, მათ მოგზაურობას რაღაც უჩვეულოს შემატებს და დაუვიწყარს გახდის. თითოეული სტუმარი ინდივიდუალურია და მას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ რა სურთ და შემდეგ მათზე მორგებული კომფორტი და სერვისი შევთავაზოთ. აუცილებელია იყო გულწრფელი, მოღიმარი და გასცე დადებითი ემოცია. სტუმარი, ყოველთვის ამჩნევს რამდენად კომპეტენტური ხარ და ორიენტირებული, ეს გეხმარება მოიპოვო მისი ნდობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვქმნით ნამდვილ ოაზისს ჩვენი სტუმრებისთვის“, – ირინა ზვენკოვა.
როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევას და განსაკუთრებით მომსახურების სფეროში?
ირინა გვეუბნება რომ ეს მარტივად შესაძლებელია თუ შენი საქმე გიყვარს, გყავს პროფესიონალთა გუნდი, გაქვს კონკრეტული შედეგები, მოტივაცია და გრძნობ, რომ კომპანიაში გაფასებენ.
„სამუშაო გრაფიკი აქტიური სეზონის დროს გადატვირთულია, ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ როგორ ღამდება, მაგრამ სტუმართა სიმრავლე დაღლილობას გვავიწყებს და გვაძლევს ძალას შემდეგი დღისთვის“, – ირინა ზვენკოვა.
Dreamland Oasis Chakvi-ის მარკეტინგულ მიმართულებასაც ქალი ხელმძღვანელობს. ნინო ორაგველიძისთვის ეს ის კომპანიაა, სადაც საკუთარი იდეების მაქსიმალური რეალიზების საშუალება ეძლევა, საყვარელი საქმის კეთებისას ზღვის ხედი ახლა ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია. ნინო ამბობს, რომ მისი საქმე მისი ჰობია, ასეა უკვე 6 წელია, სხვადასხვა კომპანიაში. ბრენდის განვითარება, კომპანიის სტრატეგიული გეგმის შედგენა, მომხმარებლებზე ზრუნვა, სერვისის შეფასება, თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა – მარკეტინგის მაგისტრის ხარისხით გამოცდილება ყველა ამ მიმართულებაში უკვე დააგროვა. ვიდრე მის კარიერაში Deamland Oasis Chakvi იქნებოდა მანამდე იყო საინჟინრო კომპანია, პანდემიის დროს მრავალპროფილური კლინიკა და შესაბამისად სამედიცინო მარკეტინგი.
ნინო გვეუბნება, რომ კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია მისი ნამდვილი მისიის განსაზღვრა. მიაჩნია, რომ გარდა გაყიდვების გაზრდისა და ფინანსური მოგებისა, კომპანიამ ზუსტად უნდა იცოდეს, რატომ შეიქმნა ბრენდი და რისი თქმა სურს მას ბაზარზე.
„წლების წინ, როდესაც Dreamland Oasis შენდებოდა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ ჩამოაყალიბა კარგად მიგნებული და ნამდვილი მისია, რაც საბოლოოდ კომპანიის წარმატების საფუძველიც გახდა და ახლა ის სრულ თანხვედრაშია ჩემ მიერ დაგეგმილ სტრატეგიასთან. ვინ ვართ? რას ვაკეთებთ? და რატომ ვაკეთებთ? პასუხი მარტივია – ჩვენ დრიმლენდ ოაზისი ვართ. კომპანიამ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებით და კომუნიკაციაში გამოყენებით, მომხმარებლის გონებაში განსაკუთრებული ადგილის დაკავებაც შეძლო“, – ნინო ორაგველიძე.
ნინო გვიყვება, რომ Dreamland Oasis-ში ბრენდის ყველა კომპონენტი – ვიზუალი, პროდუქტი, სერვისი, თანამშრომლები – ერთ მიზანს ემსახურება, სტუმარს ან პოტენციურ სტუმარს გაუჩინოს ინტერესი, სურვილი ჯადოსნურ ადგილას დასვენების ან საქმიანი შეხვედრის დაგეგმვის. როგორც მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელისთვის, მისთვის თითოეული დაგეგმილი ღონისძიება ეს არის მუდმივი დამაკავშირებელი ხიდი კომპანიისა და სტუმრების გონებას შორის, რომლის ქვეშაც კონკრეტული საჭიროებები და სურვილები მოიაზრება.
„ხიმინჯები, რომელზეც ბრენდი დგას არის პროდუქტი – რა ამბავსაც ვყვებით მისი საშუალებით. ადამიანები ყიდულობენ ურთიერთობებს, ამბებსა და ჯადოსნობებს, რომლებსაც დრიმლენდ ოაზისში დასვენების დროს ვპირდებით“, – ნინო ორაგველიძე.
ნინო საკუთარ გუნდთან ერთად ახლა სიახლეებზე მუშაობს, საკომუნიკაციო სტრატეგია და ბრენდის მიზანი უცვლელია, თუმცა გეგმავს რომ Dreamland Oasis-ში ბევრი საინტერესო პროექტი შედგეს. ახლა როცა ნანატრი საზაფხულო დასვენების დრო ახლოვდება ნინოს და მთელი Dreamland-ის მთავარი მიზანია დამსვენებლებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ, შეცდომის შიში შეუმცირონ და დრიმლენდ ოაზისში დასვენება მათთვის დაუვიწყარი გახადონ.
„ჩვენი მიზანია, რომ სტუმრების გონებაში დავიკავოთ ყველაზე ჯადოსნური კომპლექსის ადგილი და ისე დავტვირთოთ აქ მიღებული ემოციებით, რომ ყოველ მომდევნო სეზონზე არჩევანი ისევ Dreamland Oasis-ზე გააკეთონ“, – ნინო ორაგველიძე.