ციფრული გადახდების მიმართულებით მსოფლიო ლიდერი კომპანია Visa-სთვის, ქალთა ლიდერობის მხარდაჭერა, ქალთა გაძლიერება და განათლების ხელმისაწვდომობა წამყვანი პრიორიტეტია. She’s Next Empowered by Visa, გლობალური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციის გაზიარებას. Visa-მ ეს ინიციატივა საქართველოშიც ჩამოიტანა. კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში, პროექტის პოზიტიურ გავლენაზე და Visa-ს კორპორატიულ ფილოსოფიაზე Forbes Woman Georgia-ს ესაუბრა.
რა შესაძლებლობებს ქმნის Visa, როგორც ციფრული გადახდების მიმართულებით მსოფლიო ლიდერი მეწარმე ქალებისთვის?
Visa, ციფრული სამყაროს ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, მომხმარებელს მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. კომპანია მუდმივად ცდილობს პოზიტიური გავლენა მოახდინოს ადამიანების ცხოვრებაზე. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების გზებს. მომხმარებელს ვთავაზობთ უნიკალურ ქსელს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად წარმართონ თავიანთი ფინანსები, იქნება ეს ახლადდაარსებული კომპანიის ფინანსური გამართვა, ფულის გადარიცხვა თუ რეგულარული გადახდის ოპერაციების შესრულება. უმაღლესი ხარისხის მომსახურებების მიწოდების გარდა, Visa-ს მიზანია ცვლილებების მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, მათ შორის კავკასიაში და, კონკრეტულად, საქართველოში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საზოგადოების გაერთიანებას, განვითარებასა და ზრდას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, ამ კატეგორიაში კი ქალ მეწარმეებზე.
მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ ის არის მსოფლიოს უმსხვილესი დამსაქმებელი. ჩვენ გვსურს მათი მხარდაჭერა, ცოდნასა და განათლების მიღებაში მათი დახმარება, მათი გაძლიერება და განვითარება. მეწარმე ქალები კი განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში. ქალებს აქვთ მრავალი დამატებითი როლი, რომელსაც ისინი ასრულებენ. ამდენ პასუხისმგებლობასთან ერთად, მათ სურთ შეძლონ საკუთარი ბიზნესის წარმართვა და განვითარება. ამ ყველაფრის შეთავსება ძალას მოითხოვს. ამიტომ, გლობალური ინიციატივები, როგორიცაა Visa | She’s Next, მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებას, მათთვის ცოდნის, გამოცდილების, საჭირო ინსტრუმენტებისა და, რაც მთავარია, მოტივაციის გაზიარებას. მოტივაცია ყოველთვის წარმატების მთავარი ინდიკატორია. სწორედ ამიტომ ჩამოვიტანეთ She’s Next საქართველოში.
მოდი გავეცნოთ პროექტის დეტალებს. კონკრეტულად რა პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია ამ პროექტს?
Visa-ს მიერ შექმნილი პლატფორმა მეწარმე ქალებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და შეხედულებები, ასევე ისაუბრონ შექმნილ წინაღობებსა და მათი გადალახვის გზებზე.
ამ პროექტის პრიორიტეტია კონკრეტული საგანმანათლებლო მიმართულებებით მეწარმე ქალებთან მუშაობა – ცოდნის, ექსპერტიზის, უნარებისა და პროფესიული განათლების გავრცელება. ეს მიმართულებებია: როგორ წარვმართოთ ბიზნესი, შევიმუშაოთ ბიზნეს გეგმა, გავაციფრულოთ ბიზნესი და როგორ ვისარგებლოთ ფინანსური ინსტიტუტების სერვისებით, რადგან დაფინანსების მოპოვება ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. ქსელი, რომელიც შეიქმნა „She’s Next“-ის საშუალებით, აერთიანებს წარმატებულ ქალებსაც, რომლებიც ბიზნესის კეთებით და მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდა თაობებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
რამდენად მნიშვნელოვანია დიდი კომპანიების როლი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში, არა მარტო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, არამედ ფუნდამენტური ღირებულებების მხრივ. როგორ ცვლის ეს მიდგომა გლობალურ სურათს?
ამერიკელი სამხედრო ოფიცრის ციტატას გავიხსენებდი. მან თქვა: „თუ გსურთ შეცვალოთ სამყარო, თქვენი საწოლის დალაგებით დაიწყეთ“. ეს კარგი ანალოგია და ასახავს Visa-ს შიდა და გარე სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას. როცა ვამბობთ, რომ გვსურს სამყარო შეცვალოთ გენდერული თანასწორობის მხრივ – საკუთარი თავით ვიწყებთ. ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშესაწყობად განსაზღვრული მნიშვნელოვანი სპექტრის აქტივობები. ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი მთავარია ამ აქტივობებთაგან.
ქალთა პროფესიული ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით, კომპანიას განსაზღვრული კორპორატიული სტრატეგია აქვს. ეს სტრატეგია მოიცავს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში უმცირესობათა მხარდაჭერას. ჩვენ გვჯერა ჩვენი ძირითადი მიზნის – გვქონდეს საუკეთესო გადახდის ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები და სხვა სერვისები, რომლებიც შეესაბამება მომხმარებლებისა და კლიენტების უკიდურესად მრავალფეროვანი ჯგუფების საჭიროებებს.
საქართველოში, პროექტ „She’s Next-ის“ ფარგლებში ჩატარდა კვლევა. გამოიკითხა მეწარმე ქალები და ბიზნესის მფლობელები, მათი დამოკიდებულებების უკეთ გასაგებად. რა არის ამ კვლევის ძირითადი მიგნებები?
პროექტ „She’s Next-ის“ საქმიანობა საქართველოში რამდენიმე მიმართულებით გავრცელდა. Forbes Women Georgia-სთან ერთად ჩვენ წამოვიწყეთ ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც წარმატებული თვითშემდგარი ქალები, თავიანთ ისტორიებს ყვებიან და შთააგონებენ მეწარმე ქალებს, ახალბედებს, მათ, ვინც დაინტერესებულია ბიზნესის განვითარებით. ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით, ჩვენ ვუმასპინძლეთ ვებინარების სერიას 600-ზე მეტი მეწარმე ქალისთვის, მოვიწვიეთ საქართველოში ყველაზე ცნობილი ქალი მომხსენებლები, რომლებიც საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე კრიზისის მართვის, მოლაპარაკებების უნარებისა და ბიზნესის შექმნის მიმართულებით. ჩვენ გვსურს ეს ქალები მაქსიმალურად ჩართულები და დაკავშირებულნი
იყვნენ. შესაბამისად, შევქმენით Facebook ჯგუფი, სადაც საინტერესო, სასარგებლო და ღირებული ინფორმაცია აკუმულირდება და წევრებს ინტენსიურ რეჟიმში ინტერაქცია შეუძლიათ.
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იყო კვლევა, რომლის მიზანიც იყო იმის გაგება თუ: რა უბიძგებს ქალებს ბიზნესის წარმართვისკენ? რა არის მთავარი დაბრკოლებები? რა არის ძირითადი მამოძრავებელი ძალა? რა დამოკიდებულებები არსებობს ბიზნესის გაციფრულებასთან მიმართებაში? როგორია ხედვა დაფინანსების მოპოვებაზე? ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება როგორც ჩვენთვის, ისევე ბანკებისთვის, საზოგადოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის და დარწმუნებული ვართ რომ ეს შედეგები საჭირო გადაწყვეტილებებში აისახება.
რაც შეეხება შედეგებს, საინტერესო იყო იმის დანახვა, რომ ძირითადი მიმართულებები, სადაც ქალები მიზნად ისახავენ ბიზნესის წარმოებას, სავაჭრო და მომსახურების სფეროებია. ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, თუმცა დამატებითად გამყარდა ჩვენი მოსაზრებები. ქალების 74% ამბობს, რომ სურს ჰქონდეს მეტი განათლება და მეტი ცოდნა გარკვეულ სფეროებში, როგორებიცაა გადახდის სისტემები, კრიზისისა და სტრესის მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები და დამატებითი დაფინანსების მოძიება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სწორედ ეს თემები გაშუქდეს ვებინარებში. ქალების 81% ამბობს, რომ რჩევებისა და ცოდნის მიღების შემდეგ, უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ბიზნესის წარმართვაში. გამოკითხულთა მხოლოდ 37% ამბობს, რომ ფიქრობს საკუთარი ბიზნესის ციფრულ სამყაროში გადატანაზე, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 65%-მა თქვა, რომ მათთვის რთული იყო ბიზნესის გაციფრულებაში სარგებლის დანახვა. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ უნდა გამოვიჩინოთ მეტი ძალისხმევა ციფრული ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიმართულებით, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს დავეხმაროთ გააცნობიერონ გაციფრულების მნიშვნელობა.
და ბოლოს, რა სამომავლო გეგმები აქვს „She’s Next-ს“?
ჩვენ ვაგრძელებთ სახსრებისა და რესურსების, ცოდნისა და ტექნოლოგიების კუთხით ინვესტირებას კავკასიასა და საქართველოში. ჩვენ გვსურს ამ პროექტის გაგრძელება და განვითარება, რადგან ვხედავთ როგორც ამ პროექტის, ასევე Visa-ს ხელმძღვანელობით განხორციელებული სხვა ინიციატივების როლს ადგილობრივი ბიზნესის აღდგენა/განვითარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ელექტრონული კომერციის განვითარებას და ქალთა მეწარმეობის მიმართულებებს, ვგეგმავთ მათ აქტიურად დავეხმაროთ, მაგალითად, ონლაინ გაყიდვების წარმოებაში. ჩვენ ასევე გავზრდით ქალი პროფესიონალების ქსელს, დავეხმარებით მათ ერთმანეთთან და სხვა საჭირო პარტნიორებთან დაკავშირებაში, რათა გააგრძელონ ცოდნის გაზიარება და მოიპოვონ ის ძალა, რაც წარმატებული ბიზნესის შენებას სჭირდება.