დისნეის ყველა გასართობი პარკი აშშ-ში, ევროპასა და აზიის ტერიტორიაზე თვის ბოლომდე შეწყვეტს ფუნქციონირებას. კომპანიამ გადაწყვეტილება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, მიღებული რეკომენდაციების, თანამშრომლებისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
დისნეის გადაწყვეტილებას მისი აქციების ღირებულების 35%-ით შემცირება მოჰყვა. ამასთანავე, 4 თებერვლის ანგარიშის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ გასართობი პარკების მხოლოდ ჩინეთის რეგიონში დაკეტვამ კომპანიის მოგების შემცირება 175 მილიონი დოლარით განაპირობა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს მიმდინარე მოვლენები მის სამომავლო ფინანსურ მდგომარეობაზე.
1955 წლის შემდეგ, დისნეილენდის გახსნიდან, მისი ფუნქციონირება მხოლოდ 2-ჯერ შეწყდა; პირველად, 1963 წელს პრეზიდენტი კენედის მკვლელობისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო დღეს, ხოლო მეორედ – 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ.