სტაჟირება ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით

Forbes Woman Georgia აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით.

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ამბებს ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებიდან.

✅ ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე, კრეატიულ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების განვითარებაში.

🔺 სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე. ჩვენ გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ გაიწვრთნათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალების ლიცენზირებული პროდუქტის შექმნაში.

▶ სარეგისტრაციო ფორმაში პირადი ინფორმაციის მითითების გარდა, უნდა ატვირთოთ თქვენი რეზიუმე და სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებიდან ერთ-ერთი (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram).

📆 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 30 დეკემბერი

▶ სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/fwgსტაჟირება2019

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: d.tsiramua@forbeswoman.ge