2021 წლიდან ჯონ უოკერის ვისკი ქაღალდის შეფუთვით გამოჩნდება ბაზარზე. სასმელების გიგანტის, კომპანია Diageo- ს განცხადებით, მომავალი წლიდან ბრენდი ეკოლოგიურად სუფთა, ქაღალდის საცდელი შეფუთვის რეალიზაციას იწყებს.
“განახლებული ბოთლი საწარმოს მენეჯმენტ კომპანიის, Pilot Lite-ის პარტნიორობით დამზადდება და მისი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ხის რბილობი იქნება. იგი სრულიად აკმაყოფილებს საკვები პროდუქტების სტანდარტებს და რაც მთავარია, მარტივად გადამუშავდება”, – ნათქვამია Guinness და Tanqueray Gin-ის მწარმოებელთა განცხადებაში.
ქაღალდისგან დამზადებულ ბევრ მუყაოს შეფუთვას შიგნით პლასტმასის საფარი აქვს, რათა შეაჩეროს სითხის გაჟონვა. დიაჯიოს განცხადებით, მათ წარმოებულ უახლეს შეფუთვას ეს პლასტიკური საფარი არ ექნება. აქამდე საწარმო პლასტმასის შემცველობის 5%-ზე ნაკლებს მოიხმარდა. სამომავლოდ კი ამ ნიშნულის კიდევ უფრო ქვემოთ დაწევას გეგმავენ.
სამომხმარებლო პროდუქტების კომპანიებმა კვლავ გაზარდეს პლასტმასის მაღალი რაოდენობის შემცველი შეფუთვების რეალიზება, რომელსაც ისინი საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაფუთად იყენებენ. მაგალითად, ING- ს ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2018 წელს ევროპაში, 8.2 მილიონი ტონა პლასტმასას შემცველობის შეფუთვა იქნა გამოყენებული საკვებისა და სასმელებისთვის.