25 წლიანი წარმატების ისტორია

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“ 1998 წელს გიორგი ქოჩიაშვილმა ამერიკული სტანდარტების შესაბამისად დააფუძნა, რაც მაშინდელი ქართული რეალობისთვის ინოვაციური მეთოდებით მუშაობას გულისხმობდა. მალევე მოიპოვა პაციენტების ნდობა და აღიარება. ოთხი წლის თავზე მეორე ფილიალი გაიხსნა და დღეს კლინიკათა ქსელი „დენსი“ უკვე ხუთ ფილიალს აერთიანებს. ხუთივე ფილიალს საკუთარი მენეჯერი ჰყავს, ყველა მათგანი ქალბატონია და თითოეული კლინიკის გამართულად მუშაობაზე, პაციენტებთან სრულფასოვან კომუნიკაციასა და სამედიცინო პერსონალის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ერთ-ერთი მათგანია ჩვენი რესპონდენტი, ლალი ქოჩიაშვილი, რომელიც „დენსის“ გუნდს 11 წლის წინ შეუერთდა და ამჟამად ფანჯიკიძის ფილიალს ხელმძღვანელობს. ქალბატონი ლალი „დენსის“ 25 წლიანი წარმატებული ისტორიის მთავარ დეტალებზე, კლინიკის უპირატესობებზე, მენეჯმენტის როლსა და სხვა საინტერესო საკითხებზე დეტალურად გვესაუბრა.

ფოტო: გიორგი გოგიჩაიშვილი

სერვისის განვითარება

ლალი ქოჩიაშვილი: სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსის“ პირველი ფილიალი 1998 წელს გაიხსნა, იმ პერიოდში მისი დამფუძნებელი, გიორგი ქოჩიაშვილი ‒ ერთწლიანი პროგრამით გახლდათ ამერიკაში სტომატოლოგის მიმართულებით, იქ მიღებული გამოცდილება მოტივაცია გახდა მისთვის, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაეხსნა კლინიკა, სადაც ამერიკულ სტანდარტებს დანერგავდა. ასე შეიქმნა სტომატოლოგიური კლინიკა „დენსი“ რომელიც დღეს ხუთი ფილიალითაა წარმოდგენილი. ყველა ფილიალში ერთნაირი სტანდარტი მოქმედებს, რაც გულისხმობს: იდენტურ მასალებს, ტექნოლოგიას, კადრების თანაბარ პროფესიონალიზმს, იდენტურ სერვისებს, ფასებს, პაციენტების ლოიალურობის პროგრამას და ა.შ.

„დენსის“ 25 წლიანი ისტორია

„დენსი“ გახსნის პირველივე დღიდან იმ პერიოდისთვის განსხვავებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საქმიანობდა. ჩვენ ერთერთმა პირველებმა დავიწყეთ ლატექსის ხელთათმანით მუშაობა, პაციენტების ელექტრონული ჩაწერა ვზიტიტებზე, დენტალური იმპლანტაციის მეთოდით მუშაობა, პაროდონტოლოგიის როგორც ცალკე მიმართულების დანერგვა, პირველივე პერიოდიდან ვიყენებდით ძვირად ღირებულ ბჟენებს და მასალებს, ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური პარტნიორობა მომწოდებელ კომპანიებთან და თუ რამე ახალი მასალა ან ტექნიკა შემოდის, პირველები ვნერგავთ საქართველოში და სხვა კოლეგებსაც ვუზიარებთ.

ჩვენს კლინიკაში არსებული სტანდარტი პირველივე დღიდან ბევრად განსხვავდებოდა იმ დროს არსებული სახელმწიფო კლინიკების სტანდარტისგან. მაგ: სათვალეებს, პირბადეს, ქუდს და ლატექსს არც ერთი სახელმწიფო კლინიკის ექიმი არ იყენებდა. ჩვენ დავიწყეთ ამერიკული სკოლის საქართველოში გადმოტანა და 25 წლის მანძილზე ვცდილობთ პირველები ვიყოთ ევროპული და ამერიკული მიღწევების გაზიარებასა და დანერგვაში.

კადრების შერჩევა

კლინიკა „დენსს“ აქვს აკრედიტირებული რეზიდენტურის პროგრამები, რასაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ახალდამთავრებულ ბაკალავრიატის სტუდენტებს ვთავაზობთ ჩააბარონ ჩვენთან, მიიღონ კვალიფიკაცია, შემდგომ ლიცენზირების დამადასტურებელ დოკუმენტი და პაციენტებთან მუშაობის უფლება. საუკეთესო და მოტივირებულ კადრებს ადგილზე ვთავაზობთ დასაქმებას. დაახლოებით 250-მდე თანამშრომელი გვყავს ქსელში და მათი 95 პროცენტი ჩვენთანაა დიპლომირებული. ჩვენთვის კადრების მოძიების მთავარი წყარო ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამებია, ამით ვახერხებთ კვალიფიციური კადრების დაკომპლექსტებას. გარდა ამისა, გვაქვს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, ეს არის სხვადასხვა კურსები უკვე ლიცენზირებული ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, სადაც ჩვენს ექიმებთან ერთად სხვადასხვა კლინიკების თანამშრომლებსაც შეუძლიათ დაესწრონ, მიიღონ კვალიფიკაცია და ყოველი კონკრეტული კურსის გავლის შემდგომ აიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

კომფორტული გარემო

გარდა განათლებისა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენთან ელექტრონული სერვისებია, ეს არის ელექტრონული ანკეტირება, ჩაწერების და შეხსენების სისტემა, ამ კუთხით ვთანამშრომლობთ კომპანია „დენტოსთან“, რომელთან ერთადაც დავიწყეთ ქართული ელექტრონული სოფტის შექმნა და დახვეწა, დღეს უკვე საკმაოდ წარმატებული პროგრამაა, რადგან დაახლოებით 200-ზე მეტ სხვადასხვა კლინიკას აერთიანებს.

იცით რომ ექიმი სულ დაკავებულია, პირის ღღუში მუშაობს და ნაკლები დრო აქვს დისტანციური კონტაქტითვის, ჩვენ შევქმენით ცალკე ქოლცენტრი, სადაც გვყავს გადამზადებული სპეციალისტები, რომლებიც კვირაში შვიდი დღე, როგორც სატელეფონო ზარების და შეტყობინების ასევე ნებისმიერი პლატფორმის დახმარებით ეკონტაქტებიან ჩვენს პაციენტებს და აწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ საკითხზე, ეს დამაკავშირებელი რგოლია ექიმსა და პაციენტს შორის რაც ძალიან დიდი კომფორტია და აადვილებს ურთიერთობას. ჩვენ სულ ხაზზე ვართ. გარდა ამისა, ჩაწერის ელექტრონული სისტემა და შემახსენებელი ტექსტური შეტყობინებებიც კომფორტულია პაციენტებისთვის, იმისთვის რომ ექიმის სახელი და გვარი, დაგეგმილი პროცედურის ხანგრძლივობა, რომელ ფილიალში უნდა მოვიდეს ეს ყველა დეტალი ეგზავნება.

გარემო

იცით რომ პაციენტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, ჩვენს კილინიკათა ქსელში ძალიან თბილი გარემოა, რაც გამოიხატება ინტერიერის ფერებში, ჰოლში ტრიალებს სასიამოვნო არომატი, ჩართულია სასიამოვნო მუსიკა. ვავითარებთ იმ მიმართულებას რომ პირის ღრუს მოვლა გავხადოთ მეტად პროფილაქტიკური და სასიამოვნო პროცედურა და არ მივიყვანოთ ტკივილამდე და რაიმე ტერმინალური დაავადების მკურნალობამდე, არამედ როგორი სასიამოვნოც შეიძლება იყოს სხეულის, კანის და თმის მოვლა ვიდრე პრობლემები გაგვიჩნდება, გვინდა რომ პირის ღრუს მოვლა შემოიფარგლებოდეს პროფილაქტიკით და ვცდილობთ გარკვეული პრობლემების მოგვარების შემდეგ თითოეულ ჩვენს პაციენტს მივცეთ მოტივაცია იმისთვის რომ პროფილაქტიკური ვიზიტები დაგეგმოს კლინიკაში და არასდროს მივიდეს რაიმე დაზიანებამდე. მივაღწიეთ იმას რომ „დენსის“ 25 წლიანი ისტორიის მანძილზე უკვე საკმაოდ გრძელი სია გვაქვს ისეთი პაციენტების, ვინც ასეთი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მხოლოდ პროფილაქტიკურ ვიზიტებზე დადის და მათთვის ეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ–ერთი სასიამოვნო აქტია.

ფოტო: გიორგი გოგიჩაიშვილი

სამედიცინო ტურიზმი

კარგად გვაქვს განვითარებული ისეთი სერვისი, რასაც ჰქვია სამედიცინო ტურიზმი, იცით რომ ძალიან ბევრი ემიგრანტია საქართველოდან წასული, რომლებიც გვიკავშირდებიან, ჩვენ მათ ვთავაზობ ონლაინ კონსულტაციას, წინასწარ ხდება გასაუბრება, ვუგზავნით მკურნალობის გეგმას თავისი კალკულაციით და ვადებით, წინასწარ განსაზღვრული აქვთ, რამდენი ხნით ჩამოდიან, როგორი იქნება ფინანსური ნაწილი, რაც ერთგვარი მხარდაჭერაა ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომ ოპტიმალურ დროში წინასწარ განსაზღვრული თანხით მიიღონ უკვე დაგეგმილი მომსახურება.

ტექნიკური აღჭურვილობა

თუ დღეს სტომატოლოგიაში რაიმე ტექნოლოგია არსებობს, აბსოლუტურად ყველაფერი ხელმისაწვდომია კლინიკა „დენსში“. გამოვყოფდი ციფრულ ტექნოლოგიებს, ეს არის პირის ღრუს სკანირება, წინასწარი დაგეგმარება, როგორც იმპლანტების ისე წინასწარი გვირგვინების, 3D პრინტერი, ჩარხი, ყველაფერი რაც ადამიანის პირის ღრუში კეთდება, ჩვენთან კედება ციფრული მეთოდით რაც ითვლება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიად, რომელიც უფრო ზუსტი, ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტულია პაციენტისთვის. ადრე თუ ერთი იმპლანტის მოთავსებას სჭირდებოდა დაახლოებით 40 წუთი – 1 საათი, ახლა წინასწარ ხდება ქირუგიული გაიდის დამზადება, რაც არის სენსორებიანი მმართველი, რომელიც ერგება პირის ღრუს, კარნახობს ქირურგს დაგეგმილ პროცედურას და ერთი იმპლანტის მოთავსებას 40 წუთის ნაცვლად ახლა 10 წუთი სჭირდება. ხშირად არ კეთდება ნაკერი და არ არის განაკვეთი. ამ დაგეგმარებამ და ციფრულმა ტექნოლოგიამ მომსახურება უფრო სწრაფი და კომფორტული გახადა პაციენტებისთვის.

ფოტო: გიორგი გოგიჩაიშვილი

მენეჯმენტი

მენეჯმენტის როლი ძალიან დიდია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი ეს არის ერთმნიშვნელოვნად ექიმის პასუხისმგებლობა, ვინ როგორ ასრულებს თავის სამუშაოს, თუმცა დღეს ვიცით რომ ყველა მომხმარებლისთვის, მარტო ხარისხი არ არის მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი, ინფორმირებულობა, სასიამოვნო გარემო არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ექიმის პროფესიონალიზმი. ჩვენი მენეჯერების მთავარი როლია რაც შეიძლება კარგი განწყობა შევუქმნათ როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ისე ჩვენთან მოსულ პაციენტებს. დღეს კლინიკების ქსელ დენსს 5 მენეჯერი მართავს: ნინო ჩიხლაძე, ქეთი ღვალაძე, თამარ ბარელაძე, ნონიკო ნატროშვილი და ნათია ნიავაძე. ეს ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ყველაზე მთავარია პაციენტისთვის კონფორტუილი და მათზე მორგებული გარემო შექმნან. ქონდეთ უშუალო კომუნიკაცია პაციენტებთან და ექიმებთან იმისათვის რომ ყველა დეტალი იყოს მოწესრიგებული, ტექნიკური მხარე გამართული, კომუნიკაცია და მომსახურება დროული. მენეჯერები ასევე ზრუნავენ ექიმების კომფორტზე ‒ მათ განწობასა და პროფესიული გადამზადების კურსებში ჩართულობაზე. ასევე ჩვენს ექიმებთან ერთად ვაორგანიზებთ ლექციებს და სემინარებს სადაც ჩვენს პაციენტებს აქვთ საშუალება მოისმინონ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციები, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება კარგად ვუპასუხოთ თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს, ეს არის სწორი ინფორმაცია, დროული მომსახურება და ძალიან თბილი და კომფორტული გარემო. ექიმი თავის საქმეს აკეთებს პირნათლად, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის მენეჯერების კომპეტენცია და ვცდილობთ ეს მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ.

ომის გამო, დიდი სირთულეებია იმასთან დაკავშირებით, რომ შევინარჩუნოთ ხარისხიანი ევროპული მასალებით კლინიკის უზრუნველყოფა უწყვეტად. ბევრმა ევროპულმა კომპანიამ შეცვალა ლოჯისტიკა და მუდმივად გვიწევს გადავეწყოთ, ისე რომ არ დაიკარგოს ხარისხი.

ასევე ერთ ერთი სირთულეა ინფორმაციის სწორად აღქმა: დღეს ბევრი სხვადასხვა წყაროდან არის შესაძლებელი პაციენტმა წინასწარ მოიკვლიოს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია, რაც ხშირად არასრულია ან არაშესაბამისია მის მდგომარეობასთან. გვიწევს ბევრი მუშაობა და ახსნა იმისთვის რომ ბოლომდე გავარკვიოთ თითოეული პაციენტი მისი მკურნალობის საჭიროებებსა და ასევე იმ ინფორმაციის ვალიდურობაში, რაც მანამდე მოიძია ან გაარკვია. მაგალითად ბევრი ბრენდის იმპლანტს შეხორცებისათვის სჭირდება 3-4 თვე. ეს აღიქმება ისე თითქოს ნებისმიერი იმპლანტაციის შემდგომ 4 თვე უნდა დავიცადოთ. სინამდვილეში არსებობს იმპლანტები მაგალითად შტრაუმანის (შვეიცარია) იმპლანტი, რომელიც ხორცდება 1 თვეში და ჩვენ იმპლანტაციიდან 30-35 დღეში უკვე ვასრულებთ მუდმივი კბილების ფიქსაციას. ასეთი ინოვაციური მკურნალობის მეთოდები ბევრია, იხვეწება ყოველწლიურად და ჩვენს პაციენტებსაც მუდმივად ვაწვდით ამ სიახლეებს.

კონკურენცია

კონკურენცია საკმაოდ მაღალია საქართველოში, რაც საამაყოა ჩვენთვის, რადგან ეს წევს სტომატოლოგიური მომსახურების დონეს, ჩვენი პაციენტები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩამოდიან, აქვთ ნდობა, როცა ხედავენ რომ ძალიან კარგი სამუშაოები სრულდება საქართველოში. ეს ჩვენთვის საამაყოა რადგან გარკვეული როლი ჩვენც გვაქვს ამ საქმეში, რადგან როგორც გითხარით, ჩვენ თავად გვაქვს გადამზადების კურსები, სხვა კლინიკების სპეციალისტებსაც ვამზადებთ, შესაბამისად, თუ ქალაქში ბევრი კარგი ექიმია, უმრავლესობას ჩვენთან აქვს გავლილი გადამზადების კურსები, რაც ძალიან გვახარებს. რაც შეეხება განსხვავებას, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ისაა რომ ჩვენ არ გვაქვს არჩეული რომელიმე ერთი მიმართულება და ძლიერი მხარე, სტომატოლოგიის ყველა მიმართულება თანაბრად არის განვიტარებული, იქნება ეს იმპლანტაცია, ორთოდონტია, რესტავრაცია, ენდოდონტია, ქირურგია, ყბა სახის ქირურგია, ბავშვთა სტომატოლოგია თუ სხვა. ყველა მიმართულება მაღალ დონეზე გვაქვს განვითარებული და ასეთი კლინიკები ცოტაა საქართველოში. დანერგილია გუნდური მუშაობის სისტემა ‒ რაც გულისხმობს ერთი პაციენტის მკურნალობის დადეგმვას 4-5 კაციანი ექიმთა გუნდის მეშვეობით, სადაც ყველა მოსალოდნელი შედეგი, მკურნალობის ეტაპების თანმიმდევრობა და დრო წინასწარ არის განსაზღვრული და დაგეგმილი. ასეთი მიდგომა გარანტიაა პაციენტისათვის ხარისხიანად და დროულად მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი და არ მოხდეს გაუთვალისწინებელი პროცედურების და ხშირი გადამისამარტებების გამო დროის და ფინანსების დაკარგვა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს „დენსის“ სივრცე ციციშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში, სადაც ზოგადი ნარკოზით ვთავაზობთ მკურნალობას ინკლუზიურ ბავშვებს, ვისაც აქვთ გარკვეული სტატუსი და უჭირთ კომუნიკაცია ექიმებთან, მათ ვთავაზობთ, დაიძინონ და ისე მოიწესრიგონ პირის ღრუ. ეს სერვისი სულ რამდენიმე ჰოსპიტალშია და ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამართული, ხარისხიანი, დატვირთული და კომფორტული სერვისია დენსის კაბინეტი ციციშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში.