საქართველოს საგარეო ვალმა 18.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს.

მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს როგორც სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი), ისე კერძო (საბანკო და სხვა) სექტორის საგარეო ვალს.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ვალმა 18.6 მილიარდი აშშ დოლარი ანუ 53.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის-ს 105.1%-ია. 2019 წლის ბოლო სამ თვეში, წინა თვეებთან შედარებით ვალი 729 მილიონით გაიზარდა. ეს ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ოპერაციულ, საკურსო და ფასის ცვლილებებთან.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალმა კი 449.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან დაახლოებით 220 მილიონი არის ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), ანუ უვადო ვალი რომლის გადახდის ვალდებულება არ დადგება სანამ საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი იქნება.