15 ნოემბერს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის მთავარი ჯილდოს მფლობელები სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ქეთა აფციაური და როსტომ ნიორაძე გახდნენ.
ქეთამ და როსტომმა კონკურსზე წარადგინეს პროექტი „თეთრი დათვი – შუქგამტარული მოქნილი მასივი სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენეტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის.“
კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2010 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციასა და ადრეული ასაკიდანვე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივებას.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ყველა გამარჯვებულს პროექტის ოფიციალური პარტნიორი თიბისი ბანკი სტიპენდიას დაუნიშნავს.