ჩეხეთის მთავრობა მოგზაურობასა და გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ჩეხეთის მთავრობამ საზღვარგარეთ მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვების მოხსნა დაიწყო. როგორც ოფიციალურმა პირებმა სატელევიზიო კონფერენციისას განაცხადეს, ჩეხეთის მოქალქეებს შეეძლებათ იმოგზაურონ საზღვარგარეთ ნებისმიერი მიზნით, ხოლო ქვეყანაში დაბრუნებისას ყველა პირმა ორ კვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს ან უნდა წარმოადგინოს ექიმის მიერ დადატურებული ცნობა, რომ არაა კორონავირუსის მატარებელი.

გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებისა, ჩეხეთის მთავრობამ მოხსნა ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებიც. შეზღუდვები 2020 წლის 24 აპრილიდან მოიხსნება.

ჩეხეთში კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 12 მარტს გამოცხადდა და ქვეყნის მოქალაქეებს მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობა აეკრძალათ.