2020 წლის ქალთა ტურნე ველორბოლაში კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო

ბრიტანული ყოველწლიური ქალთა ველორბოლა, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ყოველ ივნისში იმართება, კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ კიდევ მარტში გადაიდო.

ცოტა ხნის წინ კი დაანონსდა, რომ ტურნეს ორგანიზატორები 2020 წელს ახალ თარიღს აღარ აირჩევენ და რბოლა 2021 წლის 7-12 ივნისს ჩატარდება. 2021 წლის რბოლა ბიცესტერიდან დაიწყება და საფოლკში დასრულდება.