იაპონური სამედიცინო სტარტაპის მოხმარება პანდემიისას გაიზარდა

COVID-19–ის პანდემიის ფონზე, იაპონურმა სტარტაპებმა სამედიცინო სერვისის ციფრულად გარდაქმნის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარეს. აპლიკაცია Curon პაციენტებს და ექიმებს ერთმანეთთან  აკავშირებს და  მათ ელექტრონულად თანამშრომლობის შესაძლებლობას  სთავაზობს.

Curon მომხმარებლებს უწყვეტად აძლევს საშუალებას, შეავსონ ჯანმრთელობის კითხვარი, დაგეგმონ ექიმთან შეხვედრები და გაიარონ კონსულტაცია დისტანციურად. მათ ასევე შეუძლიათ რეცეპტების ელექტრონულად მიღება, აფთიაქებისთვის გადაგზავნა და წამლების სახლიდან გაუსვლელად შეძენა. თითოეული სესიის ღირებულება სულ რაღაც 300 იენია, რაც 2.79$-ს უტოლდება.

Curon 2016 წლის აპრილში ამოქმედდა, თუმცა მოთხოვნა ეპიდემიის პირობებში გაცილებით გაიზარა. აპლიკაციას ამჟამად ათობით ათასი პაციენტი და 4000-ზე მეტი საავადმყოფო იყენებს, რაც განპირობებულია ორი ძირითადი მიზეზით: კლინიკები და სააფთიაქო ქსელების თანამშრომლები დაწესებულებებში მისვლას დისტანციურად მუშაობას ამჯობინებენ; ამასთან, მომხმარებლები, რომლებსაც გრიპის სიმპტომები აქვთ, კლინიკაში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კონსულტაციისთვის  Curon-ის პლატფორმას მიმართავენ.

პროგრამა ემსახურება მდგრად ეკონომიკურ განვითარებასაც. მისი მიზანია სამედიცინო მონაცემების ინტერნეტ სივრცეში განთავსება, რაც საავადმყოფოების მიერ ყოველწლიურად გამოყენებული ორი ტონა ქაღალდის რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

ტელემედიცინის პროგრამებს შეუძლია, გააუმჯობესოს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. აპლიკაციის ავტორები გეგმავენ ისეთი ფუნქციის დამატებას, როგორიცაა კონკრეტული სიმპტომების მიხედვით დაავადების პროგნოზირება და ასევე, აპირებს საქმიანობის საზღვრებს გარეთ გაფართოებას.