საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველი მობილური  აპლიკაცია წარადგინეს

https://www.facebook.com/MESGeorgia/videos/195505905066554

საქართველოში ეპიდსიტუაციის დასტაბილურებასა და შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის კულტურული მარშრუტების პირველი უფასო მობილური აპლიკაცია წარადგინა.

აპლიკაცია, სახელწოდებით Cultural Routes Georgia, ხელმისაწვდომი იქნება როგორც Android, ისე iOS სისტემებისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაციაში მხოლოდ ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტებია დატანილი, თუმცა მომავლისთვის მისი კიდევ უფრო მეტად გამრავალფეროვნება იგეგმება.

Cultural Routes Georgia განსაკუთრებულად დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ ტურისტებს. ისინი მარტივად გაიკვლევენ გზას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, გაეცნობიან როგორც სასოფლო, ისე საქალაქო დასახლებებს, ღვინის წარმოების უძველეს კერებსა და კულტურას და სხვა. ამის გარდა, აპლიკაციაში დამატებულია უნიკალური მარშრუტები, რომლებიც საქართველოში გერმანული დასახლებების და ებრაელი მოღვაწეების მემკვიდრეობას გააცნობს დაინტერესებულ პირებს. განსაკუთრებით საინტერესო კი ფრანგი ავტორის ალექსანდრე დიუმას 1858 წლის მოგზაურობის მარშრუტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის მომხმარებლებს ექნებათ საშუალება სისტემაშივე მონიშნონ რჩეული მარშრუტები და დამოუკიდებლად დაალაგონ კონტენტი სიახლეების,  პოპულარობის, რეკომენდაციების ან უბრალოდ საკუთარი სურვილის მიხედვით. მსგავსი გლობალური პლატფორმა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ის ოცდათვრამეტ სერთიფიცირებულ მარშრუტს, 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს მოიცავს.