მოგზაურობიდან დაბრუნებისას როგორ მოვითხოვოთ თვითიზოლაცია წინასწარ

ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის ახალი წესი აამოქმედა. დღეიდან საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ, აქამდე ეს მხოლოდ კარანტინში მოხვედრის შემდეგ შეეძლოთ.

მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: covisolation@moh.gov.ge. განაცხადის გაგზავნის შემდეგ,  უწყების წარმომადგენლები საიზოლაციო სივრცეებს შეამოწმებენ.

თვითიზოლაციის მოთხოვნა საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის ისევ შესაძლებელია. ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

წყარო: NCDC & PH