Colliers International Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის ვალუტები დოლართან მიმართებაში ლარზე მეტად გაუფასურდა. 27 აპრილის მონაცემებით, ლარის ღირებულება პირველი იანვრის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 11.74%-ით შემცირდა. იგივე პერიოდში ყველაზე მეტად გაუფასურდა რუსული რუბლი – 20.69%. ასევე, 17.45%-ით დაეცა ლირა, ხოლო გრივნა – 13.79%-ით.
ამ დროის განმავლობაში, აზერბაიჯანული მანათის ღირებულება არ შეცვლილა, ხოლო სომხური დრამი დროებითი რყევების შემდეგ თავის თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურება დაახლოებით ერთდროულად დაიწყო და კორონავირუსის აფეთქების პერიოდს ემთხვევა.