ჰოლანდიელი ქალბატონი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, ვინც COVID-19-ისგან სრულიად გამოჯანმრთელდა.
კორნელია რასს ინფექცია დაბადების დღის მეორე დღეს – 17 მარტს გამოუვლინდა. სავარაუდოდ, 107 წლის ქალი კორონავირუსით ეკლესიაში დაინფიცირდა. COVID-19 მასთან ერთად წირვაზე მყოფ კიდევ 40 ადამიანს დაუდგინდა. ამ ჯგუფიდან 12 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჰოლანდიელი ქალის გამოჯანმრთელებამდე ყველაზე ხნიერი ადამიანი, ვინც კორონავირუსი დაამარცხა 1916 წელს დაბადებული ამერიკელი კაცი იყო, რომელიც მანამდე ესპანურ გრიპს და მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა.