გზავნილების უსაფრთხოება ეპიდემიის დროს

Photo by Gio Rey Tabernero

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) განმარტავს გზავნილების საკითხს ვირუსის გავრცელების რისკთან მიმართებაში.

Q&A-ს სექციაში კითხვაზე – რამდენად უსაფრთხოა პაკეტის მიღება იმ ლოკაციიდან, სადაც COVID-19 არის დაფიქსირებული? – ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ინფიცირებული პირის მიერ საქონელზე ვირუსის გადასვლის ალბათობა დაბალია, რადგან ხდება პაკეტის გადაადგილება და ტემპერატურის ცვლილება.

მიწოდების სერვისების კომპანია FedEx-მა თავის ვებსაიტზე დაიმოწმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (PHE) მითითებების გათვალისწინებით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ (Royal Mail) განაცხადა, რომ პირები, რომლებიც გზავნილებს იღებენ, არ არიან კორონა ვირუსსის გადადების რისკის ქვეშ, რადგან ამ ტიპის ვირუსები დიდხანს ვერ გადარჩებიან ნივთებზე, მაგალითად წერილებსა და ამანათებზე.

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ სწრაფად განვითარებად სიტუაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ მივეცით მითითებები ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ამ თემებთან დაკავშირებით, რათა ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების პრევენციას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მითითებების გათვალისწინებით.“ – განაცხადა ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ.